Accessibility links

logo-print

სტუმრად ჩვენს ეთერში: ზურაბ ხარატიშვილი


20 ივლისს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო ზურაბ ხარატიშვილი, "სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისთვის" თავმჯდომარე, ინტერპარტიული ჯგუფის წევრი. მან ილაპარაკა სარჩელზე, რომლითაც ინტერპარტიული ჯგუფი მიმართავს საკონსტიტუციო სასამართლოს და მოითხოვს იმ საკანონმდებლო ცვლილების არაკონსტიტუციურად ცნობას, რომელიც უფასო სარეკლამო დროის თანაბარ განაწილებას ეხება. ზურაბ ხარატიშვილი თვლის, რომ საარჩევნო კანონმდებლობის გაუმჯობესებისთვის პოლიტიკური დიალოგის მცდელობა სრულიად უშედეგოდ დასრულდა. "დილის საუბრების" სტუმრის აზრით, ხელისუფლებას ჰქონდა შანსი სრული პოლიტიკური კონსენსუსით გაეუმჯობესებინა საარჩევნო კანონმდებლობა და გაეუქმებინა მაჟორიტარული სისტემა, თუმცა, მან ეს არ გააკეთა და ძალაუფლების შენარჩუნებისთვის გადადგა ნაბიჯები.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG