Accessibility links

logo-print

საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეკომენდაციები საქართველოს


სავალუტო ფონდის წარმომადგენლებისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეხვედრა

სავალუტო ფონდის წარმომადგენლებისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეხვედრა

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია თბილისს 23 თებერვლიდან 4 მარტამდე სტუმრობდა. მისი მიზანი იყო მეზობელ ქვეყნებში განვითარებული მოვლენების საქართველოს ეკონომიკაზე გავლენის შეფასება და ამ ახალი გამოწვევების გადალახვის გზების ძიება. ფონდმა საქართველოს რამდენიმე რეკომენდაცია შესთავაზა.

საქართველოს მთავრობა იმედოვნებდა, რომ ეროვნული ვალუტის გაუფასურებისა და სხვა ეკონომიკური პრობლემების დაძლევას საერთაშორისო სავალუტო ფონდის ფინანსური დახმარებისა თუ კრედიტის შედეგად შეძლებდა. დახმარების შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე ფონდის მისია ადგილზე შექმნილი ვითარების გასაცნობად საქართველოს ესტუმრა. ვიზიტის დასასრულს მისიის ხელმძღვანელმა მარკ გრიფითსმა პრესკონფერენცია გამართა. მისი დიპლომატიური განცხადებებიდან ძნელი მისახვედრი არ იყო, რომ ჯერჯერობით ფინანსური დახმარების ახალი პროგრამა არ დაიწყება. სანაცვლოდ, სავალუტო ფონდის მისიამ საქართველოს მთავრობას შექმნილი ეკონომიკური პრობლემების საკუთარი ანალიზი და რეკომენდაციები შესთავაზა.

XS
SM
MD
LG