Accessibility links

logo-print

სავჩენკო მზად არის კენჭი იყაროს პრეზიდენტის პოსტზე


ნადია სავჩენკო

ნადია სავჩენკო

რუსეთის ციხიდან გათავისუფლებული უკრაინელი მფრინავი ქალი ნადია სავჩენკო აცხადებს, რომ იგი მზად არის კენჭი იყაროს ქვეყნის პრეზიდენტად არჩევაზე, თუ ეს საჭირო გახდება.

„უბრალოდ ბოლომდე არ მჯერა, რომ ჩვენმა ხალხმა ისწავლა არ გაცვალოს საკუთარი ხმა წიწიბურაში“, - განაცხადა პრესკონფერენციაზე სავჩენკომ, რომელიც ჯერ კიდევ რუსეთის საპატიმროში ყოფნის დროს, დაუსწრებლად აირჩიეს უკრაინის უზენაესი საბჭოს, „ვერხოვნა რადას“ დეპუტატად. სავჩენკომ მოუწოდა ჟურნალისტებს, რომ პოლიტიკოსებისათვის ხელის ჩამორთმევა მათთან მეგობრობად არ ჩაუთვალონ. რუსეთის ციხიდან განთავისუფლების შემდეგ სავჩენკომ ხელი ჩამოართვა უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს, რომელმაც სავჩენკოს გმირის წოდება მიანიჭა და ის „ოქროს ვარსკვლავის“ ორდენით დააჯილდოვა.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG