Accessibility links

რუსეთში სავჩენკოს სასამართლო პროცესი იწყება


ნადია სავჩენკო სასამართლოზე

ნადია სავჩენკო სასამართლოზე

22 სექტემბერს რუსეთის სასამართლო უკრაინელი მფრინავი ქალის, ნადია სავჩენკოს საქმის განხილვას იწყებს. სავჩენკო, რომელიც უკრაინის პარლამენტისა და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დეპუტატია, შარშან ივლისში დააკავეს უკრაინაში ორი რუსი ჟურნალისტის მკვლელობაში თანამონაწილეობის ბრალდებით.

სავჩენკო ბრალდებას უარყოფს და აცხადებს, რომ ის უკრაინის ტერიტორიაზე შეიპყრეს და ძალის გამოყენებით გადაიყვანეს რუსეთში. იზოლატორში მან ორჯერ გამოაცხადა შიმშილობა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში სავჩენკოს 25 წლით პატიმრობა ემუქრება.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG