Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

21-22 მარტს გამოაცხადებენ ნადია სავჩენკოს ვერდიქტს


ნადია სავჩენკო სასამართლოზე
ნადია სავჩენკო სასამართლოზე

რუსეთში მოსამართლემ განაცხადა, რომ 21-22 მარტს გამოაცხადებს უკრაინელი სამხედრო მფრინავის, ნადია სავჩენკოს ვერდიქტს. სავჩენკოს ბრალად ედება 2014 წელს აღმოსავლეთ უკრაინაში ორი რუსი ჟურნალისტის მკვლელობაში მონაწილეობა.

ის უარყოფს ბრალდებას. 9 მარტს მან სასამართლოში განაცხადა, რომ გააგრძელებს მშრალ შიმშილობას. ამასთან სავჩენკომ შეურაცხმყოფელი ჟესტით გამოხატა პროტესტი მოსამართლისა და ბრალდების მხარის მიმართ. ის აცხადებს, რომ 2014 წლის ივნისში შეიპყრეს აღმოსავლეთ უკრაინაში, სადაც მოხალისეთა ბატალიონში იბრძოდა რუსეთის მხარდაჭერით მოქმედი სეპარატისტების წინააღმდეგ, შემდეგ კი უკანონოდ ჩაიყვანეს რუსეთში.

ბრალდების მხარე მოითხოვს სავჩენკოსთვის 23 წლით პატიმრობის მისჯას.მსოფლიოში ცნობილი მრავალი მოღვაწე, უკრაინა, ევროკავშირი, შეერთებული შტატები მოითხოვენ ნადია სავჩენკოს გათავისუფლებას.

8 მარტს გავრცელებულ განცხადებაში, შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აღნიშნავს, რომ "ბოლო 20 თვეში სავჩენკო გახდა უკრაინელების ეროვნული სიამაყისა და სიძლიერის სიმბოლო".

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG