რადიო თავისუფლების ქართული, სომხური და აზერბაიჯანული რედაქციების ყოველკვირეული პროგრამის, კავკასიური გზაჯვარედინის დღევანდელი გადაცემის თემაა სავიზო რეჟიმი. რა შეიცვალა ბოლო წლებში სამხრეთ კავკასიის ქვეყნებით დაინტერესებული უცხოელებისთვის? რამდენად იოლად შეუძლიათ მათ ამ ქვეყნებში სასწავლებლად, სამუშაოდ თუ დასვენების მიზნით შესვლა? გადაცემა მოამზადეს რადიო თავისუფლების თბილისის, ბაქოსა და ერევნის ბიუროების ჟურნალისტებმა.