Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სერბია: თავდაცვის მინისტრი ჟურნალისტი ქალის შეურაცხმყოფელი გამონათქვამისთვის გაათავისუფლეს


სერბიის აწ უკვე ყოფილი თავდაცვის მინისტრი ბრატისლავ გასიჩი
სერბიის აწ უკვე ყოფილი თავდაცვის მინისტრი ბრატისლავ გასიჩი

სერბიის პრემიერ-მინისტრმა, ალექსანდარ ვუჩიჩმა თანამდებობიდან გაათავისუფლა ამ ქვეყნის თავდაცვის მინისტრი ბრატისლავ გასიჩი მას მერე, რაც გასიჩმა ჟურნალისტი ქალის მიმართ შეურაცხმყოფელი რეპლიკა გააკეთა. ვუჩიჩმა თქვა, რომ გასიჩი ვერ დარჩება თანამდებობაზე და დასძინა, რომ რეპორტიორის შეურაცხყოფის გამო ბოდიში არაა საკმარისი. ქალების მიმართ „სექსისტურ შენიშვნებს“, ვერ შევეგუებითო, განაცხადა ვუჩიჩმა. პრესასთან შეხვედრისას, სერბიის ქალაქ ტრსტენიკში, 7 დეკემბერს, ქალი ტელერეპორტიორის მიმართ, რომელიც ჩაკუზული იყო მინისტრის მოლოდინში მყოფი კამერების წინ, რათა მათ არ ჩამოფარებოდა, მინისტრმა თქვა, „მომწონს, როცა ქალი რეპორტიორები ასე იოლად იჩოქებენო“. გასიჩმა პატიება ითხოვა, გულწრფელად ვნანობ, ამ სამარცხვინო, სკანდალურ ქცევასო, დაწერა მან ტვიტერში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG