Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლეიბორისტული პარტია სააკაშვილსა და ივანიშვილს ავღანეთში ოჯახის წევრების გაგზავნისკენ მოუწოდებს


ლეიბორისტული პარტია მიხეილ სააკაშვილსა და ბიძინა ივანიშვილს ავღანეთში ქართველი ჯარისკაცების ნაცვლად, ოჯახის წევრების გაგზავნისკენ მოუწოდებს. დღევანდელ პრესკონფერენციაზე პარტიის პოლიტიკურმა მდივანმა გიორგი გუგავამ განაცხადა, რომ "ავღანეთის სასაკლაოზე ქართველი ჯარისკაცების გაგზავნის მომხრე სააკაშვილის გარდა, ბიძინა ივანიშვილმა და მისმა ‘ფულმადიდებელთა ოცნებამ’ თქვეს კატეგორიული უარი, ხელი მოეწერათ ავღანეთიდან ჯარის გამოყვანის შესახებ ოპოზიციური პარტიების საერთო ეროვნულ დეკლარაციაზე, რაც ადასტურებს, რომ სააკაშვილ-ივანიშვილი ამერიკიდან მართული მარიონეტები არიან.” გუგავას ინფორმაციით, ლეიბორისტები ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში რეფერენდუმის ჩატარების მოთხოვნით განაცხადს შეიტანენ და ავღანეთიდან ქართველი სამხედროების გაყვანის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვებას დაიწყებენ.
XS
SM
MD
LG