Accessibility links

ჟურნალისტების შეხვედრა სტამბოლში


სტამბოლში 3 დღის განმავლობაში, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის და ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის ინიციატივით, ჟურნალისტები და რედაქტორები პროფესიულ საკითხებზე მსჯელობდნენ და შექმნილი ვითარებიდან გამოსავალზე ფიქრობდნენ. ონლაინკავშირების გაფართოება და ახალი ინსტრუმენტები ჟურნალისტებისთვის, სოციალური მედია და ახალი ტექნოლოგიების გამოყენება ჟურნალისტური მასალების შესაქმნელად, ადამიანის უფლებები და მედიის როლი მათი დაცვის თვალსაზრისით - ამ თემებზე სოხუმელი, ცხინვალელი და თბილისელი ჟურნალისტები მსჯელობდნენ, კამათობდნენ და ერთობლივ საპროექტო იდეებსაც ამუშავებდნენ.

XS
SM
MD
LG