Accessibility links

logo-print

შემცირდა თურქეთიდან საბერძნეთში ჩასული მიგრანტების რიცხვი


მიგრანტების საპროტესტო აქცია საბერძნეთ-მაკედონიის საზღვარზე

მიგრანტების საპროტესტო აქცია საბერძნეთ-მაკედონიის საზღვარზე

ბოლო დღეების განმავლობაში შემცირდა თურქეთიდან საბერძნეთში ჩასული მიგრანტების რიცხვი. ეს მოხდა ორიოდე დღეში მას შემდეგ, რაც საბერძნეთი შეუდგა მიგრანტების უკან, თურქეთში დეპორტაციას, ევროკავშირის გეგმის შესაბამისად.

საბერძნეთის ოფიციალური წარმომადგენლების 6 აპრილის განცხადებით, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში საბერძნეთში ჩავიდა სულ 68 მიგრანტი მაშინ, როცა ერთი დღით ადრე ჩასულების რიცხვი 225-ს აღწევდა. საბერძნეთმა 4 აპრილს გაგზავნა თურქეთში მიგრანტების პირველი ჯგუფი - 200-მდე ადამიანი. ევროკავშირისა და თურქეთის შეთანხმებით, ანკარა მიიღებს ყველა მიგრანტს, მათ შორის სირიელ ლტოლვილებს, ვინც საბერძნეთში არალეგალურად ჩავიდა. სამაგიეროდ, ევროკავშირში თურქეთიდან გაგზავნიან ათასობით სირიელ ლტოლვილს. ამ შეთანხმებით, თურქეთი მიიღებს ფინანსურ დახმარებას, უვიზო მიმოსვლას ევროკავშირთან და პროგრესს ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებისას. ევროკავშირ-თურქეთის ეს შეთანხმება უფლებადამცველების მკაცრ კრიტიკას იწვევს.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG