Accessibility links

logo-print

საერთაშორისო დამკივრვებლები იუწყებიან, რომ ჰუმანიტარული ვითარება მძიმეა აღმოსავლეთ უკრაინაში, სადაც სულ უფრო ინტენსიური ხდება შეტაკებები პრორუსულად განწყობილ დონბასელ სეპარატისტებსა და სამთავრობო ჯარებს შორის. ეუთოს გენერალური მდივნის, ლამბერტო ზანიერის ინფორმაციით, სეპარატისტებმა კვლავ გადმოწიეს ფრონტის ხაზის სიახლოვეს მძიმე ტექნიკა და შეიარაღება, რომელიც, მინსკის შეთანხმების თანახმად, განსაზღვრულ მანძილზე იყო გადატანილი. მიუნხენის კონფერენციის კულუარებში რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში ზანიერმა აღნიშნა, რომ „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება არ სრულდება ისე, როგორც საჭიროა“. 2014 წლის აპრილიდან აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე საომარ კონფლიქტში 9 ათასამდე ადამიანი დაიღუპა. 2015 წლის თებერვალში ეუთოსა და ევროკავშირის შუამავლობით ხელი მოეწერა „მინსკი 2“-ის სახელწოდებით ცნობილ შეთანხმებას ცეცხლის შეწყვეტისა და ძალთა დაშორიშორების შესახებ, რამაც მხოლოდ შობისა და ახალი წლის დღეებში იმოქმედა. დღესასწაულების შემდეგ კი დაპირისპირებულ მხარეებს შორის კვლავ განახლდა და სულ უფრო მასშტაბური ხდება საომარი დაპირისპირება.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG