Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყის სამხედრო ძალებმა წამოიწყეს შეტევა მოსულის აეროპორტზე


მოსული
მოსული

ერაყის სამხედრო ძალებმა წამოიწყეს შეტევა, რომელიც მიზნად ისახავს ექსტრემისტული გაერთიანება „ისლამური სახელმწიფოსგან“ ქალაქ მოსულის აეროპორტის გათავისუფლებას.

ოფიციალური ცნობებით, ანტიტერორისტული ქვედანაყოფები 23 თებერვალს მიუახლოვდნენ ექსტრემისტების ხელთ არსებულ ღაზლანის ბაზას, რომლის გარშემოც გააფთრებული ბრძოლა მიმდინარეობს. ერაყის არმიის მთავარ ამოცანას წარმოადგენს მოსულის აეროპორტის გათავისუფლება და ერაყის სიდიდით მეორე ქალაქ მოსულზე სრული კონტროლის აღდგენა.

აშშ-ის სამხედრო მხარდაჭერით მიმდინარე ფართომასშტაბიანი ოპერაციის ფარგლებში, ერაყის არმიამ თებერვლის განმავლობაში საგრძნობლად წაიწია წინ ქალაქ მოსულის მიმართულებით და აღადგინა კონტროლი მთლიანობაში 120 კვადრატული კილომეტრის მოცულობის ტერიტორიაზე. ქალაქ მოსულს, რომელშიც დღეისათვის დაახლოებით 750 ათასი ადამიანი ცხოვრობს, ექსტრემისტული გაერთიანება „ისლამური სახელმწიფო“ 2014 წლის მაისიდან აკონტროლებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG