Accessibility links

logo-print

მეტი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი გარეთ - დაცული უფლებების ნიშანი


რატი იონათამიშვილი, ანა აბაშიძე

რატი იონათამიშვილი, ანა აბაშიძე

3 დეკემბერს საქართველომ მსოფლიოსთან ერთად შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საერთაშორისო დღე აღნიშნა. თბილისში ჩატარებულ ღონისძიებებს, რომელზეც მთავრობამ გაეროს შშმ პირთა 2006 წლის კონვენციის უახლოეს ხანებში რატიფიცირების პირობა დადო, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს შორის არაერთი კრიტიკული შეფასება მოჰყვა. წერდნენ, რომ წელსაც, ისევე როგორც წინა წლებში, ეს დღე, შშმ პირთა უფლებების რეალურად დაცვის მაგივრად, „არაფრისმთქმელ თავყრილობასა თუ ზეიმში გადაიზარდა“ და რომ ეს დღე ჰუმანიტარული დახმარებისა თუ მოწყალების გაცემის დღედ არ უნდა იქცეს. რა იცვლება წლიდან წლამდე შშმ პირთა უფლებების დაცვის თვალსაზრისით, როდის უნდა ველოდეთ გაეროს 2006 წლის კონვენციის რატიფიცირებას და რას შეცვლის მასთან მიერთება, რა რჩება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა მთავარ, გადაუჭრელ პრობლემებად და რა უნდა გაკეთდეს საიმისოდ, რომ მათ თავი ამ ქვეყნის სრულფასოვან მოქალაქეებად იგრძნონ? ამ და სხვა საკითხებზე რადიო თავისუფლებამ სადისკუსიო მაგიდასთან მოიწვია რატი იონათამაშვილი, წარმომადგენელი კოალიციისა „დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის“ და, აგრეთვე, იურისტი ანა აბაშიძე, წარმომადგენელი არასამთავრობო ორგანიზაციისა "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის".
XS
SM
MD
LG