Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შიმონ პერესი მიწას მიაბარეს


შიმონ პერესი
შიმონ პერესი

ისრაელის ყოფილი პრეზიდენტი შიმონ პერესი 30 სექტემბერს იერუსალიმში ჰერცლის მთაზე მდებარე ისრაელის მთავარ სასაფლაოზე დაკრძალეს. ისრაელის სახელმწიფოს ერთ-ერთ ფუძემდებელსა და მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატ პოლიტიკოსთან გამოსამშვიდობებლად ისრაელში 70 ქვეყნის პირველი პირები და ხელისუფლებათა წარმომადგენლები ჩავიდნენ.

შიმონ პერესი მიწას მიაბარეს
please wait

No media source currently available

0:00 0:03:11 0:00
გადმოწერა

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა ბილ კლინტონმა თავის გამოსათხოვარ სიტყვაში შიმონ პერესს „კაცობრიობის ბრძენი ქომაგი უწოდა“, მოქმედმა პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ კი შიმონ პერესის, როგორც ისრაელის სახელმწიფოს შემქმნელისა და მსოფლიო მშვიდობის ერთ-ერთი არქიტექტორის, როლზე გაამახვილა ყურადღება:

შიმონ პერესი არასოდეს ყოფილა ცინიკოსი. მისი რწმენა, ოპტიმიზმი და იმედი იმისა, რომ ხვალინდელი დღე უკეთესი შეიძლება იყოს მაშინაც კი, თუ ყველაფერი ამის საპირისპიროდ მეტყველებს, არა მხოლოდ პატივის ცემით განგვაწყობს შიმონ პერესისადმი, არამედ სიყვარულითაც...
ბარაკ ობამა

„შიმონ პერესი შეგვახსენებს, რომ ისრაელის სახელმწიფო, ისევე როგორც ამერიკის შეერთებული შტატები, არ აუშენებიათ ცინიკოსებს. ეს ქვეყნები არსებობენ, რადგან ჩვენმა წინამორბედებმა უარი თქვეს იმაზე, რომ წარსულში დარჩენილიყვნენ ან დღევანდელი სირთულეებით ყოფილიყვნენ შეზღუდულნი. შიმონ პერესი არასოდეს ყოფილა ცინიკოსი. მისი რწმენა, ოპტიმიზმი და იმედი იმისა, რომ ხვალინდელი დღე უკეთესი შეიძლება იყოს მაშინაც კი, თუ ყველაფერი ამის საპირისპიროდ მეტყველებს, არა მხოლოდ პატივის ცემით განგვაწყობს შიმონ პერესისადმი, არამედ სიყვარულითაც“.

ისრაელის ყოფილი ლიდერი, მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატი შიმონ პერესი 28 სექტემბერს 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. შიმონ პერესის სახელი უკავშირდება 1948 წელს ისრაელის დაარსების შემდეგ მისი ისტორიის ყველაზე მნიშვნელოვან ეტაპებს. პერესი ორჯერ იყო პრემიერ-მინისტრი, მოგვიანებით, 2007-2014 წლებში, - პრეზიდენტიც. დაკრძალვის ოფიციალური ცერემონიის წინ ისრაელის ავტონომიის პრეზიდენტმა მაჰმუდ აბასმა და ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეტანიაჰუმ ხელი ჩამოართვეს და რამდენიმე სიტყვაც უთხრეს ერთმანეთს. 30 სექტემბერს ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეტანიაჰუმ შიმონ პერესს მსოფლიო დონის პოლიტიკოსი უწოდა:

ბინიამინ ნეტანიაჰუ
ბინიამინ ნეტანიაჰუ

„შიმონმა შეგნებული ცხოვრებით იცხოვრა და არნახულ სიმაღლეებს მიაღწია. მისი რწმენა და ხედვა ძალიან ბევრს მოიცავდა. ის იყო დიდი ადამიანი ისრაელში, ის იყო მსოფლიო დონის დიდი ადამიანი. ისრაელი შეწუხებულია მისი დაკარგვის გამო, მსოფლიოც შეწუხებულია მისი დაკარგვით. მაგრამ ჩვენ, ისევე როგორც მთელი მსოფლიო, იმედს მის მემკვიდრეობაში ვპოულობთ“.

შიმონ პერესი ისრაელის სახელმწიფო მოღვაწეთა სასაფლაოზე, ჰერცლის მთაზე დაკრძალეს. 1994 წელს შიმონ პერესს ისრაელის მაშინდელ პრემიერ-მინისტრთან, იცხაკ რაბინთან, და პალესტინელების ლიდერ იასირ არაფატთან ერთად მიენიჭა მშვიდობის დარგში ნობელის პრემია პალესტინელებთან სამშვიდობო მოლაპარაკებების შედეგად სამშვიდობო შეთანხმების მიღწევისათვის.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG