Accessibility links

საქართველოში დღეს შობას აღნიშნავენ. ქვეყნის მოქალაქეებს დღესასწაული მიულოცა და ტრადიციული საშობაო ეპისტოლეთი მიმართა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ. მასთან ერთად სადღესასწაულო წირვას სამების საკათედრო ტაძარში დაესწრო პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. ”ვისურვებ, არ დავუშვათ ძირის გამოთხრა იმ ყველაფრისთვის, რასაც ამდენი წელი რუდუნებით ვაშენებდით, არ დავუშვათ ნგრევა, რომლითაც გვემუქრებიან და ქვეყნის უკან დაბრუნება” - განაცხადა მოქალაქეებისთვის შობის მილოცვისას პრეზიდენტმა სააკაშვილმა. მისი თქმით, ”წარსულთან არასასურველი პაემანი საქართველომ ერთხელ და სამუდამოდ უნდა დაასრულოს.” მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, რომ რეალისტი და ამასთან, ოპტიმისტია და მიაჩნია, რომ დროებითი სირთულეები და რისკები გადაილახება და საქართველო განვითარებას გააგრძელებს.

7 იანვარს, ქრისტეშობის აღსანიშნავად, თბილისში გაიმართა ტრადიციული საშობაო მსვლელობა - ალილო. ის ვარდების მოედანზე დაიწყო და სამების ტაძარში დასრულდა. თეატრალიზებული მსვლელობისას შეგროვდა ტკბილეული, სათამაშოები, ტანსაცმელი და სხვა საჩუქრები, რომლებიც მიუსაფარ ბავშვებს გადაეცემათ.
XS
SM
MD
LG