Accessibility links

logo-print

შტაინმაიერი: ევროპა დგას გახლეჩის საფრთხის წინაშე


ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი

ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის აზრით, ევროპა დგას ახალი გამყოფი ხაზების გასწვრივ გახლეჩის საფრთხის წინაშე და არ შეიძლება ევროპაში მშვიდობა გარანტირებულად ჩავთვალოთ.

შტაინმაიერი გამოდის ასევე ნატოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური დიალოგისაკენ მოწოდებით - სამხედრო კონფრონტაციის ნაცვლად. გერმანელი მინისტრი ამ მოსაზრებებს გამოთქვამს სტატიაში, რომელიც დღეს დაიბეჭდა რუსეთის, უკრაინისა და ბელორუსიის პრესაში საბჭოთა კავშირზე გერმანიის თავდასხმის 75-ე წლისთავთან დაკავშირებით. სტატიაში შტაინმაიერი ეხება რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიასაც და აღნიშნავს: „ცალმხრივი წესით საზღვრების შეცვლა - საერთაშორისო სამართლის დარღვევით და მეზობელი ქვეყნების ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემაზე უარი გვაბრუნებს უკან, ეპოქაში, რომელსაც გვეგონა, რომ თავი დავაღწიეთ“.

რამდენიმე დღის წინ, 18 ივნისს შტაინმაიერმა ნატო გააკრიტიკა, მისი აზრით, იარაღის ჟღარუნისათვის აღმოსავლეთ ევროპაში სამხედრო მანევრების ჩატარებასთან დაკავშირებით. მან ალიანსს მოუწოდა რუსეთთან მეტი დიალოგისა და თანამშრომლობისაკენ.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG