Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერმანიაში ვიზიტისას ობამა მყარად იცავს რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს


აშშ-ის პრეზიდენტის, ბარაკ ობამას განცხადებით, ის და გერმანიის კანცლერი, ანგელა მერკელი თანხმდებიან, რომ რუსეთისთვის უკრაინის გამო დაწესებული სანქციები მხოლოდ იმ შემთხვევაში მოიხსნება, თუ მოსკოვი უერთგულებს შეთანხმებას, რომელიც ითვალისწინებს კიევის ძალებსა და რუსეთის მიერ მხარდაჭერილ სეპარატისტებს შორის კონფლიქტის დასრულებას. „რუსეთისთვის დაწესებული სანქციები შეიძლება მოიხსნას, და მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა მოიხსნას, თუ რუსეთი სრულად შეასრულებს ვალდებულებებს, რომლებსაც მას აკისრებს მინკის [სამშვიდობო] შეთანხმებაო“, განაცხადა ობამამ 24 აპრილს ჰანოვერში, მერკელთან გამართული შეხვედრის შემდეგ. ობამა გერმანიაში ჩავიდა, რათა ხელი შეუწყოს აშშ-სა და ევროკავშირს შორის ახალი სავაჭრო ხელშეკრულების გაფორმებას და ევროპის ქვეყნების ლიდერებთან ერთად მონაწილეობა მიიღოს უსაფრთხოების საკითხებზე გამართულ შეხვედრაში.

XS
SM
MD
LG