Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ამნესტი ინტერნეშნლი" შეშფოთებულია სიკვდილით დასჯის შემთხვევების მატებით


უფლებადამცველი ორგანიზაცია "ამნესტი ინტერნეშნლი" აცხადებს, რომ 2015 წელს ბოლო ორ ათწლეულზე მეტი ხნის სარეკორდო მაჩვენებელზე იყო სიკვდილით დასჯის შემთხვევების რაოდენობა, რასაც ხელი შეუწყო სასჯელის უმაღლესი ზომის გახშირებულმა გამოყენებამ ირანში, პაკისტანსა და საუდის არაბეთში.

6 აპრილს გამოქვეყნებულ ანგარიშში „ამნესტი“ იუწყება, რომ 2015 წელს სიკვდილით დასაჯეს, სულ ცოტა, 1634 ადამიანი - წინა წელზე დაახლოებით 50%-ით მეტი. სიკვდილით დასჯის დადასტურებული შემთხვევების უმრავლესობა აღირიცხა ირანში, პაკისტანსა და საუდის არაბეთში. ამ სამ ქვეყანაზე მოდის „ამნესტის“ მიერ აღრიცხული შემთხვევების 89%. "ამნესტი ინტერნეშნლის" გენერალური მდივანი სალილ შეტი საგანგებო განცხადებაში „უაღრესად შემაშფოთებელს“ უწოდებს სიკვდილით დასჯის გახშირებას და მოითხოვს „ამ ხოცვა-ჟლეტისთვის ბოლოს მოღებას“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG