Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კრემლი: დაიღუპა სირიაში ჩამოგდებულ ვერტმფრენში მყოფი ხუთივე პირი


იდლიბის პროვინცია. 2015 წელი
იდლიბის პროვინცია. 2015 წელი

კრემლის ინფორმაციით, დაიღუპა სირიაში ჩამოგდებულ სამხედრო ვერტმფრენში მყოფი ხუთივე ადამიანი.

როგორც კრემლის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა 1 აგვისტოს განაცხადა, რუსები „გმირულად დაიღუპნენ“, რადგან ცდილობდნენ გარიდებოდნენ დასახლებულ ადგილს მსხვერპლის შეძლებისდაგვარად შესამცირებლად.

დღეს უფრო ადრე რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ცნობა, რომ სირიაში, იდლიბის პროვინციაში, ჩამოგდებულ იქნა "მი-8" ტიპის სატრანსპორტო ვერტმფრენი და უცნობი იყო მასში მყოფი ხუთი ადამიანის ბედი.

სამინისტრო აცხადებს, რომ ვერტმფრენი 1 აგვისტოს სამხედრო-საჰაერო ბაზაზე ბრუნდებოდა მას შემდეგ, რაც ჰუმანიტარული დახმარება ჩაიტანა ჩრდილოეთში მდებარე ქალაქ ალეპოში. რუსი სამხედროები სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადს ეხმარებიან უკვე ხუთი წელი მიმდინარე სამოქალაქო ომში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG