Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ს ჯერ არ მიუღია გადაწყვეტილება სირიაში ინტერვენციის საკითხზე


აქცია პარლამენტის შენობასთან ლონდონში
აქცია პარლამენტის შენობასთან ლონდონში
შეერთებულ შტატებს ჯერ არ მიუღია გადაწყვეტილება სირიის წინააღმდეგ შესაძლო სამხედრო ოპერაციაზე. ამის შესახებ სატელევიზიო ინტერვიუში განაცხადა პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ. თუმცა, მისივე თქმით, ვაშინგტონი უკვე მივიდა დასკვნამდე, რომ სირიაში ქიმიური იარაღი ამ ქვეყნის მმართველმა რეჟიმმა გამოიყენა.

აშშ-ის პრეზიდენტი არ მალავს, რომ არ არის დაინტერესებული „სირიაში გაურკვეველი შედეგის მქონე“ კონფლიქტში ჩართვით. მაგრამ ბარაკ ობამას აუცილებლად მიაჩნია, პასუხი აგოს ძალამ, რომელმაც საერთაშორისო ნორმები დაარღვია - სირიის შემთხვევაში, როგორც ჩანს, გამოიყენა ქიმიური იარაღი დამასკის გარეუბანში 21 აგვისტოს განხორციელებული თავდასხმისას, რომელმაც ასობით ადამიანი შეიწირა.

შეერთებული შტატების საზოგადოებრივ ტელევიზიასთან ინტერვიუში პრეზიდენტმა
ბარაკ ობამა
ბარაკ ობამა
მ ოთხშაბათს განმარტა, როგორ მივიდნენ ვაშინგტონში დასკვნამდე, რომ ქიმიური იარაღი სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის ჯარებმა იხმარეს.

„ჩვენ ყველა მტკიცებულება შევისწავლეთ და გვჯერა, რომ ოპოზიციას არ გააჩნია ამ ტიპის ქიმიური იარაღი. მიწოდების სისტემის, გამოყენებული რაკეტების გათვალისწინებით, არა გვგონია, რომ ოპოზიციას შეეძლო ასეთი თავდასხმების განხორციელება. მივედით დასკვნამდე, რომ ისინი სინამდვილეში სირიის მთავრობამ განახორციელა და თუ ასეა, თავს იჩენს საერთაშორისო შედეგების საჭიროება. ამიტომ კონსულტაციებს ვატარებთ ჩვენს მოკავშირეებთან, კონსულტაციებს ვატარებთ საერთაშორისო თანამეგობრობასთან“, - აცხადებს შეერთებული შტატების პრეზიდენტი.

საერთაშორისო თანამეგობრობას რაც შეეხება, გაეროს გენერალური მდივანი ბან კი-მუნი ყურადღებას ამახვილებს სირიაში ამჟამად მყოფი გაეროს ექსპერტების მუშაობაზე - ქიმიური იარაღის გამოყენების ბრალდების გამოძიებაზე.

„გაეროს ექსპერტები პარასკევამდე გააგრძელებენ გამოძიებას და სირიიდან შაბათ დილით დაბრუნდებიან და მე ჩამაბარებენ ანგარიშს, როგორც კი სირიიდან ჩამოვლენ“, - ამბობს ბან-კი მუნი და დასძენს, რომ ამის შემდეგ ის ექსპერტების დასკვნებს გააცნობს გაეროს უშიშროების საბჭოს. როდის, ეს არ კონკრეტდება.
გაეროს ექსპერტების მომავალ დასკვნებთან ერთად აუცილებელია გათვალისწინებულ იქნეს მოხსენებაც, რომელიც რუსეთის სპეციალისტებმა მოამზადეს ხან ალ-ასალში შემოწმების ჩატარების შემდეგ...
ალექსანდრ ლუკაშევიჩი

ბრიტანეთი აცხადებს, რომ არ აპირებს სირიის წინააღმდეგ რაიმე სახის სამხედრო ოპერაციაში მონაწილეობას, სანამ გაეროს ექსპერტები არ წარმოადგენენ ანგარიშს დამასკთან მომწამვლელი ნივთიერების გამოყენების საკითხზე.

გაეროს ექსპერტების დასკვნების დალოდებას აუცილებლად მიიჩნევს რუსეთიც. ამ ქვეყნის საგარეო უწყების პრესმდივანმა ალექსანდრ ლუკაშევიჩმა ხუთშაბათს გააკეთა განცხადება სირიაში ქიმიური იარაღის ხმარების ბრალდებაზე: „გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ ქიმიური იარაღის შესაძლო გამოყენების შემთხვევების განხილვა კომპლექსური უნდა იყოს. გაეროს ექსპერტების მომავალ დასკვნებთან ერთად აუცილებელია გათვალისწინებულ იქნეს მოხსენებაც, რომელიც რუსეთის სპეციალისტებმა მოამზადეს ხან ალ-ასალში შემოწმების ჩატარების შემდეგ. ამ შემოწმების შედეგები შემოწმებულ იქნა ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციის მიერ სერტიფიცირებულ ლაბორატორიებში“. - ეს განცხადება რუსეთის საგარეო უწყების პრესმდივანმა გააკეთა ერთ დღეში მას შემდეგ, რაც რუსეთმა დაბლოკა გაეროს უშიშროების საბჭოში ბრიტანეთის მიერ შეტანილი რეზოლუციის პროექტი. ეს პროექტი ითვალისწინებდა სანქციას სირიაში „მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვისთვის აუცილებელი ზომების მისაღებად“. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გენადი გატილოვმა გაეროს ქარტიისთვის „შეუნიღბავ გამოწვევად“ მოიხსენია სირიაში სამხედრო ინტერვენციისაკენ მოწოდება.

გაეროს უშიშროების საბჭოს კიდევ ერთი მუდმივი წევრი, ჩინეთიც, ამბობს, რომ სირიაში სამხედრო ინტერვენციის წინააღმდეგია. პეკინში ფიქრობენ, რომ სამხედრო ოპერაცია მხოლოდ გააუარესებდა ისედაც მძიმე ვითარებას ახლო აღმოსავლეთში.
XS
SM
MD
LG