Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სირიის არმიამ დაიბრუნა ქალაქი პალმირა


ქალაქი პალმირა
ქალაქი პალმირა

სირიის სამთავრობო ჯარებმა, რუსეთის ავიაციის დახმარებით, საბოლოოდ გაათავისუფლეს ექსტრემისტებისგან ისტორიული ქალაქი პალმირა. ექსტრემისტულმა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ პალმირა 2015 წლის მაისში აიღო და გაანადგურა იუნესკოს მსოფლიოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში შეტანილი არაერთი მონუმენტი.

26 მარტს სირიის სამთავრობო ძალებმა და მისმა მომხრე სახალხო ლაშქარმა ექსტრემისტებისგან გაანთავისუფლეს დასავლეთ პალმირის ისტორიული ციტადელი, რომლის თავზეც ჯარისკაცებმა სირიის სახელმწიფო დროშა აღმართეს. ისტორიულ ქალაქ პალმირაზე კონტროლის აღდგენა სერიოზული წარმატებაა სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ ასადის ხელისუფლებისათვის, რომელმაც ბოლო თვეების განმავლობაში არაერთ წარმატებას მიაღწია ექსტრემისტებთან ბრძოლაში. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ასადს პალმირის აღება მიულოცა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG