ავტორი: ბესიკ ადამია
მოგახსენებთ, რომ მე გახლავართ ბესიკ ადამია ქუთაისიდან, რომელიც თბილისში, თავისუფლების მოედნის ცენტრში, მწვანე საფარში სიტყვა „თავისუფლება“-ს წარმოჩენის ინიციატივით გამოვედი, რისთვისაც თბილისის მუნიციპალიტეტის მერს ბატონ დავით ნარმანიას წერილობით მივმართე. მე მერიას ასევე წარვუდგინე 2016 წლის 6 ივლისს თბილისის მერიის კომისიის სხდომაზე მოთხოვნილი წმ. გიორგის ქანდაკების ავტორის ბატონ ზურაბ წერეთელის თანხმობაც. ვთვლი, რომ სიტყვა „თავისუფლება“-ს წარმოჩენით ჩვენ ქართველები დავადასტურებთ არა მხოლოდ ქართული ენისადმი ღრმა პატივისცემას, რადგან თბილისში თავისუფლების მოედანზე დიდ ფორმატში მხოლოდ უცხოური სიტყვები „ქორთიად მარიოტი“ და „მადო“ არის წარმოდგენილი, არამედ იმასაც, რომ ეს ასევე დიდ მუხტს მისცემს ყველა ქართველს, ყველა ადამიანს, რომ იბრძოლოს როგორც სამშობლოს - საქართველოს - ასევე რეალური თავისუფლებისათვის, რაც მეტად საჭიროა საქართველოს დემოკრატიული, ძლიერი და თავისუფალი ქვეყნად ჩამოყალიბებისათვის.
მე, უკვე მივმართე საქართველოს პარლამენტსა და თბილისის საკრებულოს ინიციატივით, რომ საქართველოს მასშტაბით ყველგან, სადაც ფასადზე ანუ წინა მხარეზე რა მასშტაბითაც იქნება წარმოდგენილი უცხოური შინაარსის ნებისმიერი სიტყვა, ის იქნება სასტუმროს, მაღაზიის თუ სხვადასხვა დაწესებულების სახელწოდება, მისგან არაუშორეს 50 მეტრისა სავალდებულოდ წარმოჩენილ იქნეს არანაკლები მასშტაბით ქართული შინაარსის სიტყვა ქართული ასოებით, რაც ადგილობრივი ხელისუფლებებისათვის იქნება სავალდებულო, რომ მეტად იზრუნონ ქართული ენის იდეოლოგიის გაძლიერებისათვის, ხოლო უყურადღებობა კი იქნეს დაჯარიმებადი!
აქვე აღვნიშნავ, რომ ქართველი ხალხი ითხოვს მეტი ყურადღება დაეთმოს „კანონს ენის შესახებ“!
დაწერეთ კომენტარი