Accessibility links

logo-print

პენიტენციარული სისტემა სიმკაცრესა და ჰუმანურობას შორის


სოზარ სუბარი

სოზარ სუბარი

ახალი მთავრობის მეოთხე სამუშაო დღეს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრს რუსთავის მე-16 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შექმნილ დაძაბულ ვითარებასთან გამკლავება უწევს. სასჯელაღსრულების მინისტრმა სოზარ სუბარმა შექმნილ ვითარებაში ციხის ყოფილი ადმინისტრაცია და ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტები დაადანაშაულა, რომლებიც ციხეებში კონტროლის დაბრუნებას ცდილობენ, და განაცხადა, რომ ის არ აჰყვება კრიმინალური სამყაროს მიერ შეთავაზებულ თამაშს. რა ხდება რუსთავის მე-16 დაწესებულებაში, სასჯელაღსრულების მინისტრის მიერ სისტემასთან მიმართებით გაცხადებული ლიბერალური პოლიტიკის ფონზე?

ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია ვრცელდებოდა, 30 ოქტომბრის საღამოდან მოყოლებული, რუსთავის მე-16 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით. ამ ინფორმაციის დასაზუსტებლად და პატიმართა სატელეფონო ზარების შინაარსის გადასამოწმებლად ციხეში სახალხო დამცველის ოფისის წარმომადგენლებიც შევიდნენ. ამ ზარების მიხედვით, როგორც ომბუდსმენის აპარატის პრევენციისა და მონიტორინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ნათია იმნაძე ამბობს, პატიმრები ციხის ახალი ადმინისტრაციის მუქარაზე საუბრობდნენ. მუქარის შესახებ ესაუბრნენ პატიმრები საზოგადოებრივი მონიტორინგის საბჭოს წევრს, ჟურნალისტ ხათუნა გაგნიძესაც, რომელიც რუსთავის ციხეში 3 საათის განმავლობაში იმყოფებოდა. ხათუნა გაგნიძე ამბობს, რომ ამ დროისთვის ციხეში სიმშვიდეა და ადმინისტრაცია მუქარის ფაქტებს უარყოფს:
სიტუაცია არის ძალიან მარტივი: აქ არიან ე.წ. ავტორიტეტები, რომელთაც ვითომ ებრძოდა ყოფილი ხელისუფლება, სინამდვილეში კი საკმაოდ ბევრი გავლენები ჰქონდათ და ამ გავლენებს აღარ დავუშვებთ. ციხეებს მართავს ადმინისტრაცია და არა სხვა ვინმე. ყველას უფლება იქნება დაცული. არ ეყოლება არავის უფრო მეტი დამცველი, ვიდრე არის მინისტრი, ვიდრე არის სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ახალი ხელმძღვანელი...

”სიტუაციის დაძაბულობაზე ვერაფერს გეტყვით, მე არ შემიმჩნევია იქ გამკაცრებული ზომები. იგივე, პატიმრების ჩაკეტვაზე იყო საუბარი, მაგრამ, როდესაც შევედით დაწესებულებაში, პატიმართა აბსოლუტური უმრავლესობა... თამამად შემიძლია ვთქვა, ასობით პატიმარი იყო ციხის ეზოში და მათ ყველას შეეძლო ჩემთან გასაუბრება”.

იმ დროს, როცა რუსთავის ციხესთან პატიმართა ოჯახის წევრები იყვნენ შეკრებილები და ციხის ახალ დირექტორთან, ლევან აბურჯანიასთან, შეხვედრას ითხოვდნენ, სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი მთავრობის სხდომის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრობდა. სოზარ სუბარმა განაცხადა, რომ ე.წ. ციხის „მაყურებლები“ რეჟიმის შემსუბუქებას ითხოვდნენ, შემდეგ ეს მოთხოვნა ციხის დირექტორის გათავისუფლებაში გადაიზარდა, ციხეში ვითარების დაძაბვაში კი სოზარ სუბარმა ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტები დაადანაშაულა, რომლებიც ციხეებში კონტროლის დაბრუნებას ცდილობენ, და განაცხადა, რომ ის არ აჰყვება კრიმინალური სამყაროს მიერ შეთავაზებულ თამაშს“:

”სიტუაცია არის ძალიან მარტივი: აქ არიან ე.წ. ავტორიტეტები, რომელთაც ვითომ ებრძოდა ყოფილი ხელისუფლება, სინამდვილეში კი საკმაოდ ბევრი გავლენები ჰქონდათ და ამ გავლენებს აღარ დავუშვებთ. ციხეებს მართავს ადმინისტრაცია და არა სხვა ვინმე. ყველას უფლება იქნება დაცული. არ ეყოლება არავის უფრო მეტი დამცველი, ვიდრე არის მინისტრი, ვიდრე არის სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ახალი ხელმძღვანელი, მაგრამ იმას არ დავუშვებთ, რომ ციხეებს მართავდნენ კრიმინალები თუ ავტორიტეტები და ა.შ. გამოყენებული იქნება კანონის ყველა ზომა - თუ საჭირო იქნება კარცერი, იქნება კარცერი, თუ საჭირო იქნება სხვაგან გადაყვანა, იქნება გადაყვანა, მაგრამ იმას არ დავუშვებთ, რომ ვინმე სხვამ ადმინისტრაციის ჩანაცვლება სცადოს”.
საფრთხეები, რა თქმა უნდა, არის, მაგრამ ციხეებში რომ დისციპლინა და წესრიგი უნდა იყოს, ამაზე, მგონი, ვერავინ იდავებს. სექტემბრის ცნობილი მოვლენების შემდეგ ციხეებში იყო, არეულობას ვერ ვიტყვი, მაგრამ ცოტა ქაოტური სიტუაცია - ზედმეტი ხმაური, ზოგიერთ შემთხვევაში ზედმეტის უფლებაც მისცეს პატიმრებმა თავს და იყო რაღაც, რაც დარეგულირებას მოითხოვდა. თუმცა ეს უნდა მოხდეს, რა თქმა უნდა, კანონის ფარგლებში...

სოზარ სუბარმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ მკაფიოდ მიანიშნა, რომ ის არ აპირებს, სისტემასთან მიმართებით გასატარებელი ლიბერალური პოლიტიკის ფონზე, შეეგუოს ციხეებში რეჟიმის დარღვევის მცდელობებს. იმ ფონზე, როდესაც 150 პატიმარი გლდანის მკაცრი რეჟიმის დაწესებულებიდან შედარებით მსუბუქი რეჟიმის დაწესებულებაში გადანაწილდა, როდესაც რამდენიმე ასეული პატიმარი ვადაზე ადრე გათავისუფლდა, როდესაც პირობითი მსჯავრის მქონე პირებს, რომელთაც სასჯელის ნახევარი მოხდილი აქვთ, მოეხსნებათ მსჯავრი და გაუუქმდებათ ნასამართლეობა, ასევე მაშინ, როცა ნოემბრის შუა რიცხვებისთვის დაგეგმილია ფართომასშტაბიანი ამნისტია, სოზარ სუბარი არ აპირებს ისეთი პატიმრებისთვის შეღავათის გაკეთებას, რომლებიც, მისი სიტყვებით, პირის ამოკერვით ან სხვა მუქარით ცდილობენ ცვლილებების მიღწევას. სასჯელაღსრულების მინისტრის თქმით, ის იქნება ყველა პატიმრის დამცველი, მაგრამ არ იქნება კრიმინალურ სამყაროსთან ლოიალური.

ციხესთან დაკავშირებული სექტემბრის ცნობილი მოვლენებისა და სასჯელაღსრულების ხელმძღვანელობის შეცვლის შემდეგ, ციხეებში ვითარება, რბილად რომ ვთქვათ, გასცდა რეჟიმის მოთხოვნებს, ამბობს სახალხო დამცველის აპარატის პრევენციისა და მონიტორინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ნათია იმნაძე. მისი სიტყვებით, ახალ მინისტრს, ადამიანის უფლებათა დაცვის დეკლარირებული პოლიტიკის პარალელურად, სწორედ რეჟიმის დამყარებაზე ზრუნვა მოუწევს:
ნათია იმნაძე

ნათია იმნაძე


”საფრთხეები, რა თქმა უნდა, არის, მაგრამ ციხეებში რომ დისციპლინა და წესრიგი უნდა იყოს, ამაზე, მგონი, ვერავინ იდავებს. სექტემბრის ცნობილი მოვლენების შემდეგ ციხეებში იყო, არეულობას ვერ ვიტყვი, მაგრამ ცოტა ქაოტური სიტუაცია - ზედმეტი ხმაური, ზოგიერთ შემთხვევაში ზედმეტის უფლებაც მისცეს პატიმრებმა თავს და იყო რაღაც, რაც დარეგულირებას მოითხოვდა. თუმცა ეს უნდა მოხდეს, რა თქმა უნდა, კანონის ფარგლებში და, რა თქმა უნდა, რაც შეიძლება ნაკლები ზიანის ფასად პატიმრებისთვის და მათი უფლებების დაურღვევლად და მე იმედი მაქვს, რომ მოხერხდება ახალი მინისტრის მხრიდან უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების... ამ ორ პრიორიტეტს შორის კონსენსუსის პოვნა და სიტუაციის კარგად დარეგულირება”.

სახალხო დამცველის აპარატის პრევენციისა და მონიტორინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ნათია იმნაძე იმასაც ამბობს, რომ პენიტენციარულ სისტემას, მონიტორინგის ფარგლებში, ომბუდსმენის ოფისი კვლავაც აქტიურად დააკვირდება, რათა ადამიანის უფლებათა დაცვასა და ციხეებზე კონტროლს შორის ბალანსი მართლაც შენარჩუნდეს. სამომავლოდ ციხეების მონიტორინგს, სავარაუდოდ, საერთაშორისო უფლებადამცველებიც შეუერთდებიან. ეს დღეს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ახალმა ხელმძღვანელმა, ხათუნა ხასიამ, ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად დაასახელა.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG