Accessibility links

მთავრობის გეგმა სოციალურად დაუცველთა დასახმარებლად


სოციალურად დაუცველები მთავრობის კანცელარიაში

სოციალურად დაუცველები მთავრობის კანცელარიაში

31 ოქტომბრის მთავრობის სხდომაზე დამტკიცდა სამოქმედო გეგმა, რომელიც სხვადასხვა შენობაში შეჭრილი სოციალურად დაუცველი და დევნილი ოჯახების აღრიცხვასა და მათი საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილებას გულისხმობს. როგორც ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, უახლოეს დღეებში გამოიყოფა ბიუჯეტი, რომლის მეშვეობითაც უკიდურესად გაჭირვებული ოჯახები ბინის დაქირავებას შეძლებენ. მთავრობის სხდომის პარალელურად, კანცელარიის ფოიეში ის სოციალურად დაუცველი ოჯახები შეიკრიბნენ, რომლებიც უკვე მეორე დღეა თავშესაფრის მოთხოვნით შიმშილობენ.

მთავრობის კანცელარიის ფოიეში სოციალურად დაუცველი რამდენიმე ათეული ადამიანი, მცირეწლოვან ბავშვებთან ერთად, მთავრობის სხდომის დაწყებამდე შეიკრიბა. ხანდაზმულები სკამებზე სხედან, ბავშვები ფოიეში დარბიან. ისინი მთავრობის სხდომის დასრულებას და ახალი ხელისუფლებისგან პასუხს ელიან, თუ როდის მოხერხდება მათი საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფა. იქ შეკრებილი ადამიანების ამბები ერთმანეთს ჰგავს: მათ არ აქვთ სამუშაო, მათ არ აქვთ სახლი, მათი ჯანმრთელობა მნიშვნელოვნად არის შერყეული. ირმა ქარცივაძე კანცელარიის ფოიეში მცირეწლოვან შვილთან ერთად ელოდება ხელისუფლების პასუხს იმის თაობაზე, მოხერხდება თუ არა მათი ბინით დროულად უზრუნველყოფა. ამ მოთხოვნით ის და 40-მდე ადამიანი უკვე მეორე დღეა შიმშილობს:

”ვითხოვთ თავშესაფარს. ვცხოვრობ ქირით უკვე მეექვსე წელია. აღარ შეგვიძლია, ვეღარ ვიხდით ბინის ქირას. ნათესავებიც აღარ გვღებულობენ. გულისმანკიანი ბავშვი მყავს - აი, ნახეთ. მეორე დღეა ვშიმშილობთ და ვითხოვთ ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრას, მაგრამ ჩვენი მომხედავი არავინაა...”
ხანგრძლივი პროექტისათვის, როგორიცაა არა დროებითი, არამედ მათ საკუთრებაში გადასაცემი ბინების მშენებლობა, დასახლების მშენებლობა, მოითხოვს დაწვრილებით ფინანსურ ანალიზს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი თანხა და არავინ დაპირდეს ამ ხალხს, რომ ამ კითხვაზე პასუხი მზად არის...

კანცელარიის ეზოში დგას 76 წლის დარიკოც. ამბობს, რომ უკვე წლებია ბინას კიბის ქვეშ 80 ლარად ქირაობს. ის მარტოხელაა:

”მოხუცი ვარ, მაგრამ ჯერ კიდევ ხომ უნდა ვიარსებო? 80 ლარს რომ ქირაში გადავიხდი, რითიღა ვიცხოვრო? ხანდახან რაღაცას დავაფასებინებ ხოლმე გამყიდველს და მერე ვფიქრობ, ნეტა, რას ვეკითხები, მაინც ხომ ვერ ვიყიდი-მეთქი. პურის ფულიც კი აღარ მრჩება. ბინა მინდა, საკუთარი თავშესაფარი, რომ იმ უბედურებაში არ ამომხდეს სული.”

31 ოქტომბერს, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, კანცელარიის ფოიეში შეკრებილ სოციალურად დაუცველ ოჯახებთან ხელისუფლების არც ერთი წარმომადგენელი არ ჩამოსულა. დაპირება იმის შესახებ, რომ ზრუნვა მათი პრობლემების გამოსასწორებლად უახლოეს საათებში დაიწყება, მინისტრებმა კანცელარიის მეთორმეტე სართულზე ჟურნალისტებს მისცეს.

დავით სერგიენკო, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, იყო პირველი, რომელმაც კანცელარიის მეთორმეტე სართულზე ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. სამოქმედო გეგმა, რომელიც სხვადასხვა ფართებში შეჭრილი სოციალურად დაუცველი მოსახლეობის პრობლემების მოგვარებისკენ არის მიმართული, მთავრობის სხდომაზე დამტკიცდა და გეგმის განხორციელება უკვე დაწყებულია, განაცხადა მან და იქვე სამოქმედო გეგმის დეტალები განმარტა. მისი განცხადებით, 30 ოქტომბრის მონაცემებით, სოციალურად დაუცველი სხვადასხვა შენობაში შეჭრილი 1660 ადამიანის საკითხს სოციალური აგენტები სწავლობენ და მიმდინარეობს კითხვარების შევსება, რომ მათი უპირველესი საჭიროებები გამოვლინდეს.
დავით სერგიენკო

დავით სერგიენკო


”მთავარი ამოცანაა, რომ გამოვყოთ ბიუჯეტი იმისათვის, რომ ყველაზე გაჭირვებულ ოჯახებს, რადგან მათ ძალიან ეჩქარებათ და მრავალ მათგანს თავშესაფარიც კი არ აქვს, უკვე დავიწყოთ მათი დაკმაყოფილება ბინის ქირის გადახდით, რათა მყისიერად, უახლოესი დღეების განმავლობაში, ჰქონდეთ თავისი ჭერი, სადაც ოჯახთან ერთდ იცხოვრებენ. ჩვენი ამოცანაა, რომ მოხდეს რეალური დიფერენცირება - რამდენია რეალურად სოციალურად დაუცველი ადამიანი და რამდენი ხელოვნურად მიკედლებული”, - აცხადებს დავით სერგიენკო.

მისივე თქმით, სამოქმედო გეგმა, რომელიც კანცელარიის მეთორმეტე სართულზე დამტკიცდა, ასევე გულისხმობს სოციალურად დაუცველ ადამიანებს შორის შრომისუნარიანთა გამოვლენასა და მათ დასაქმებას. აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ სოციალურად დაუცველი ოჯახების ნაწილი უარს აცხადებს, ასე ვთქვათ, ქირით გასვლაზე და ისინი საცხოვრებელი ფართების საკუთრებაში გადაცემას მოითხოვენ. ხომ არ იგეგმება უახლოეს მომავალში სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის რაიმე ტიპის საცხოვრებელი ფართების მშენებლობა? - ამ კითხვით რადიო თავისუფლებამ დავით სერგიენკოს მიმართა. მისი პასუხი იყო:
ჩვენ ვზრუნავთ იმაზე, რომ ადამიანებს ჰქონდეთ შესაბამისი პირობები, მაგრამ ვიდრე ბიუჯეტის ზუსტი პროექტი არ გვექნება, კონკრეტიკისგან თავს შევიკავებ...

”ხანგრძლივი პროექტისათვის, როგორიცაა არა დროებითი, არამედ მათ საკუთრებაში გადასაცემი ბინების მშენებლობა, დასახლების მშენებლობა, მოითხოვს დაწვრილებით ფინანსურ ანალიზს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი თანხა და არავინ დაპირდეს ამ ხალხს, რომ ამ კითხვაზე პასუხი მზად არის. ეს არ არის მარტივი საქმე. ამ დროისათვის რეგისტრირებულია 1660 სოციალურად დაუცველი ადამიანი, რომლებიც სხვადასხვა ფართებში არიან შეჭრილი, თორემ რეალურად მათი რიცხვი ათეულ ათასობით ადამიანს აღწევს და საუბარია ძალიან დიდ ბიუჯეტზე”, - ამბობს დავით სერგიენკო.

ის, რომ 2013 წლის ბიუჯეტის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი სოციალური პროგრამების დაფინანსება იქნება, ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. მისი მტკიცებით, ერთ-ერთი მთავარი საკითხი იქნება პენსიის მიახლოება საარსებო მინიმუმთან. ფინანსთა მინისტრის განცხადებითვე, 10 პროცენტით შეუმცირდება დაფინანსება ფინანსთა სამინისტროს, დაზოგილი თანხა კი იმ პროგრამების განხორციელებას მოხმარდება, რომლებიც ქვეყნისთვის პრიორიტეტულია. ნოდარ ხადურს ვკითხეთ, გაიწერება თუ არა 2013 წლის ბიუჯეტში სოციალურად დაუცველი მოსახლეობისათვის საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილების თანხები.
ნოდარ ხადური

ნოდარ ხადური


”ჩვენ ვზრუნავთ იმაზე, რომ ადამიანებს ჰქონდეთ შესაბამისი პირობები, მაგრამ ვიდრე ბიუჯეტის ზუსტი პროექტი არ გვექნება, კონკრეტიკისგან თავს შევიკავებ”, - განაცხადა ნოდარ ხადურმა.

31 ოქტომბრის მონაცემებით, სოციალურად დაუცველი და დევნილი ოჯახები საქართველოს მასშტაბით 46 ობიექტში არიან შეჭრილნი. ისინი დაკავებული ფართების დაცლას მანამდე არ აპირებენ, სანამ ხელისუფლება მათ საცხოვრებელი ფართებით არ უზრუნველყოფს. უნდა ითქვას ისიც, რომ, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის დავით დარახველიძის თქმით, მიმდინარეობს სხვადასხვა შენობაში შეჭრილი დევნილების აღრიცხვა, რათა მოხდეს მათი საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილება, პარალელურად კი, ტარდება საგამოძიებო სამუშაოები, ვინაიდან, ამბობს დარახველიძე, არსებობს ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ მოქმედებს თაღლითური სქემა, რომლის მონაწილეებიც ფართების გადაყიდვას ან გაქირავებას გეგმავენ.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG