Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისში აღინიშნა სოხუმის დაცემის 22-ე წლისთავი


გმირთა მემორიალი
გმირთა მემორიალი

27 სექტემბერს თბილისში აღნიშნეს სოხუმის დაცემის 22-ე წლისთავი. თავდაცვის მინისტრმა, თინათინ ხიდაშელმა და გენერალური შტაბის უფროსმა, ვახტანგ კაპანაძემ წუხელ გვიან ღამით ვაშლიჯვრის ძმათა სასაფლაოზე მიაგეს პატივი დაღუპულთა ხსოვნას.

თბილისში, გმირთა მემორიალი გვირგვინებით შეამკეს მთავრობის და პარლამენტის წარმომადგენლებმა. პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა მემორიალთან განაცხადა, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად შრომა და ბრძოლა გრძელდება და ამას აღარ დასჭირდება სისხლი.

აფხაზეთში სამხედრო დაპირისპირება 13 თვეს და 13 დღეს გაგრძელდა და 1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმის დაცემით და საქართველოს შეიარაღებული ძალების მარცხით დასრულდა. ქართული მხარის ამ დრომდე დაუზუსტებელი მონაცემებით, აფხაზეთში 1992-1993 წლებში მიმდინარე სამხედრო დაპირისპირებისას ქართული მხრიდან 10 ათასზე მეტი ჯარისკაცი და მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, აფხაზეთიდან დევნილი 300 ათასი ქართველი კი უსახლკაროდ დარჩა. აფხაზური მხარის მონაცემებით კი, დაიღუპა 3 500 და დაიჭრა 2 ათასამდე აფხაზი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG