Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

“ინტერვიუ” ამერიკის კინო-თეატრებში შობის დღეს გავა


ფილმ "ინტერვიუს" აფიშა, რეგალის კინო-თეატრი, ნიუ-იორკი
ფილმ "ინტერვიუს" აფიშა, რეგალის კინო-თეატრი, ნიუ-იორკი

კომპანია სონი ფიქჩერსმა ჩრდილოეთ კორეის ლიდერის შესახებ გადაღებული ფილმის “ინტერვიუ” შეზღუდულ კინო-თეატრებში ჩვენება გადაწყვიტა.

გასულ კვირას, კიბერ-შეტევის შემდეგ, კომპანიამ განაცხადა, რომ კომედიის ჩვენების გადადებას აპირებდა. ამერიკელმა სამართალდამცავებმა კიბერ-შეტევაში ჩრდილოეთ კორეა დაადანაშაულეს, ბრალდებას ჩრდილოეთ კორეა უარყოფს.

ბევრმა კინო-თეატრმა თვითონ გადაწყვიტა ფილმის ჩვენებაზე უარი ეთქვა და აფიშებიდან “ინტერვიუ” ამოიღო, ასევე ჩამოხსნა უკვე გამოფენილი ბანერებიც. თეატრების გადაწყვეტილებას წინ უძღოდა ჰაკერების მუქარა და გაფრთხილება ფილმის ნახვისგან თავი შეეკავებინათ.

ვიღაც გვიკრძალავს სატირული კომედიის ნახვას, წარმოდიგინეთ როგორი იქნება მათი რეაქცია თუ ვინმე დოკუმენტურ ფილმს გადაიღებს, ან ისეთ რამეს გააშუქებს, რაც მათ არ მოეწონებათ
ბარაკ ობამა, შეერთებული შტატების პრეზიდენტი

სეტ როგენის და ჯეიმს ფრანკოს მონაწილეობით გადაღებულ კომედიაში ამერიკის დაზვერვის ცენტრალური სააგენტო ჩრდილოეთ კორეის ლიდერს ორი ჟურნალისტის დახმარებით კლავს.

სონის გადაწყვეტილებას გადაედო ფილმის ჩვენება სოციალურ ქსელებში, განსაკუთრებით კი ტვიტერზე, უარყოფითად გამოემხაურა ჰოლივუდის რამდენიმე ვარსკვლავი.

სონი გააკრიტიკა პრეზიდენტმა ობამამაც.

“ვიღაც გვიკრძალავს სატირული კომედიის ნახვას, წარმოდიგინეთ როგორი იქნება მათი რეაქცია თუ ვინმე დოკუმენტურ ფილმს გადაიღებს, ან ისეთ რამეს გააშუქებს, რაც მათ არ მოეწონებათ,” თქვა ობამამ.​

სამხრეთ კალიფორნიის უნივერისტეტის პოლიტიკურ მეცნიერებათა პროფესორი სტენლი როზენი აზიურ კინოს იკვლევს, მან ფილმი “ინტერვიუც” ნახა.

“რაღაც დონეზე სასაცილოა. ამადროულად გასაგებიცაა თუ რატომ შეიძლება ის შეურაცხმყოფელი იყოს ჩრდილოეთ კორეელებისთვის და არა მარტო მათთვის, არამედ ზოგადად აზიელებისთვისაც,” ამბობს როზენი.

მისი თქმით ფილმი იუმორის არმქონე რეჟიმის და ლიდერის პაროდიაა, რომელსაც რეჟიმის ცვლილების ეშინია.

“ისინი დარწმუნებულები არიან, რომ ეს ამერიკის მიზანია. ამიტომაც ითხოვენ ხელშეკრულებას, სადაც ამერიკა აღიარებს ჩრდილოეთ კორეის ლიდერს.”

ვინც არ უნდა იდგეს კიბერ-შეტევის უკან, ეს იმის დასტურია რომ კორპორაციები მსგავსი საფრთხეების წინაშე არიან - ამბობს ფენგმინ გონგი, ტექნოლოგიური უსაფრთხოების კომპანიის წარმომადგენელი.

“ვითარება იცვლება, ეს უბრალოდ ჰაკერები კი არ არიან, არამედ ჰაკერები, რომლებსაც ფინანსური ინტერესები აქვთ, რისთვისაც კორპორატიულ თუ სახელმწიფო საიდუმლოს მოიპარავენ. ეს ნიშნავს რომ მათ დიდი რესურსები აქვთ,” ამბობს გონგი.

პრეზიდენტმა ობამამ თქვა, რომ კიბერ-შეტევას პასუხს გასცემდა, ჩრდილოეთ კორეაში ინტერნეტის 10-საათიანი წყვეტის შემდეგ გაჩნდა კითხვები, იყო თუ არა ეს პასუხის ნაწილი. შეერთებული შტატების მთავრობა ამაზე კომენტარს არ აკეთებს.

XS
SM
MD
LG