Accessibility links

logo-print

საქართველოს ახალი ლიდერი შეხვდა ჯორჯ სოროსს


ჯორჯ სოროსი

ჯორჯ სოროსი

თბილისში გაიმართა საქართველოს პრემიერ–მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის შეხვედრა საქველმოქმედო ორგანიზაციების ქსელის, "სოროსის ფონდის" დამფუძნებელთან, ჯორჯ სოროსთან. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ცნობით, ჯორჯ სოროსი პარასკევს ჩავიდა საქართველოში და გამოთქვა საქართველოს ახალ პოლიტიკურ ლიდერთან შეხვედრის სურვილი. შეხვედრას ესწრებოდა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილიც. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილმა და ჯორჯ სოროსმა ისაუბრეს საქართველოში საინვესტიციო კლიმატის გაუმჯობესების თაობაზე. გარდა ამისა, დაიგეგმა მსოფლიოში წამყვანი ბიზნესწრეების წარმომადგენლებთან შეხვედრა დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე, რომელსაც საქართველოს პრემიერ–მინისტრიც დაესწრება
XS
SM
MD
LG