Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სოზარ სუბარი ერევანში აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენელებს შეხვდება


სოზარ სუბარი
სოზარ სუბარი

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი და მინისტრის მოადგილე გოგი ფაცაცია აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის წარმომადგენლებთან მოლაპარაკების გასამართად ერევანში გაემგზავრნენ. ამ ვიზიტის შესახებ ინფორმაცია სამინისტროს ოფიციალურ საიტზეა გამოქვეყნებული. ვიზიტის მიზანია, აფხაზეთის ომის დროს უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიებისა და გადმოსვენების საკითხების განხილვა. მხარეებს შორის მოლაპარაკება წითელი ჯვრის ეგიდით მიმდინარეობს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG