Accessibility links

logo-print

რას მოიტანდა შეიარაღებული მებრძოლების უკან, რუსეთისკენ გატარება?


პოლიციის ბლოკსაგუშაგო სოფელ ლაფანყურში

პოლიციის ბლოკსაგუშაგო სოფელ ლაფანყურში

ლოპოტის ხეობაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ურთიერთგანსხვავებული ვერსიები იჩენს თავს. საქართველოს ხელისუფლების მტკიცებით, დაღესტნის მხრიდან შემოსული იმ შეიარაღებული დაჯგუფების წინააღმდეგ სპეცოპერაციის ჩატარება, რომელმაც მძევლები აიყვანა, გარდაუვალი იყო. ინტერნეტგამოცემა ”კავკაზცენტრის” წყაროს ცნობით კი, მოხალისე-ახალწვეულ მოჯაჰედებს მძევლები არ აუყვანიათ და ისინი საქართველოს ტერიტორიას მშვიდობიანად დატოვებდნენ, საქართველოს ხელისუფლებას მათთვის უკანგასაბრუნებელი გზა რომ გაეხსნა. შესაძლებელი იყო თუ არა მოვლენათა ასეთი სცენარით განვითარება და რა არის მთავარი რისკი ასეთ შემთხვევაში?

სახელისუფლებო კომენტარებისა თუ განცხადების მიხედვით, ქართული მხარის მოქმედებები ძირითადად მძევალთა გამოხსნის მიზანზე იყო აგებული და ამასვე ადასტურებს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებსაიტზე 30 აგვისტოს საღამოს გამოქვეყნებული ვიდეომასალაც. სამხედრო ფორმაში ჩაცმული ადამიანების გვამებისა და სპეცოპერაციის შედეგად ამოღებული საბრძოლო იარაღის ამსახველი კადრების გარდა, ეს მასალა გვთავაზობს, მაგალითად, სასაზღვრო პოლიციის მაიორის რამაზ ფარადაშვილის მონათხრობსაც. ეს სწორედ ის ადამიანია, რომელიც დაღესტნის ტერიტორიიდან გადმოსული შეიარაღებული დაჯგუფების წევრებმა სოფელ ლაფანყურის 5 მკვიდრის გათავისუფლების სანაცვლოდ დაიტოვეს მძევლად.

ოდნავ მოგვიანებით მაიორი ფარადაშვილი შეიარაღებულმა მებრძოლებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელში გაცვალეს. გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციის ოფიცერი, რომლის გვარიც არ სახელდება, ხელისუფლებამ საგანგებოდ მიაგზავნა შეიარაღებული დაჯგუფების წევრებთან, რათა მათთვის ეცნობებინა, რომ ერთადერთი გამოსავალი იარაღის დაყრა და დანებება იყო. მოლაპარაკება არ შედგა და ჩიხში შესულ სიტუაციას უკვე სროლა და მსხვერპლი მოჰყვა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ლოპოტის ხეობაში 29 აგვისტოს ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დაიღუპა 14 ადამიანი, მათ შორის, სპეცდანიშნულების რაზმის სამი თანამშრომელი და შეიარაღებული ჯგუფის 11 წევრი.
ჩვენ მართლა ალალად შევთავაზეთ ყველა ღირსების დაცვით, კანონის ფარგლებში, ჩაბარება. მაგრამ მათ ეს გზა აირჩიეს და ჩვენ სხვა გამოსავალი, რა თქმა უნდა, არ დაგვიტოვეს...

იმას, რომ იარაღის დაყრასთან დაკავშირებული მოლაპარაკება მართლაც გაიმართა და უშედეგოდ დასრულდა, ინტერნეტგამოცემა ”კავკაზცენტრის” წყაროც ადასტურებს, თუმცა ის კატეგორიულად უარყოფს მძევლების აყვანის ფაქტს და 30 აგვისტოს გვიან საღამოს გამოქვეყნებულ სტატიაში, სათაურით ”რა მოხდა სინამდვილეში საქართველო-დაღესტნის საზღვარზე”, ასევე განმარტავს, რომ მოხალისე-ახალწვეული მოჯაჰედები არა საქართველოს ტერიტორიაზე, არამედ დაღესტნის ტერიტორიაზე აპირებდნენ ბრძოლას რუსეთის საოკუპაციო არმიასთან, თუმცა მათ, გადაადგილებისას, დანიშნულების ადგილამდე ვერ მიაღწიეს.

ამავე სტატიაში ვკითხულობთ, რომ საქართველოს ტერიტორიაზე შემოსული მოჯაჰედები უკან გასასვლელად გზის გახსნას ითხოვდნენ, თუმცა შეიარაღებული დაჯგუფების მხრიდან წამოყენებული ასეთი მოთხოვნა არ ფიგურირებს ხელისუფლების წარმომადგენელთა კომენტარებსა და განცხადებებში. აშკარაა, რომ ხელისუფლება არც კი განიხილავდა ამ დაჯგუფების უკან, რუსეთის ტერიტორიისკენ, გატარების ვერსიას.

”ჩვენ მართლა ალალად შევთავაზეთ ყველა ღირსების დაცვით, კანონის ფარგლებში, ჩაბარება. მაგრამ მათ ეს გზა აირჩიეს და ჩვენ სხვა გამოსავალი, რა თქმა უნდა, არ დაგვიტოვეს”, - განაცხადა საქართველოს
რატომ არ უნდა გაეშვათ?! ბავშვები დაეტოვებინათ და ისინი უკან გაეშვათ... საიდანაც შემოვიდნენ, უკან გადიოდნენ, ხო?! რეცეპტს პირდაპირ ვერ ვიტყვი, მაინც გავფრთხილდები - ჯერ ინფორმაცია უნდა დავაზუსტო... ყოველ შემთხვევაში, რაიმეს მარტივს მოვიფიქრებდი, ვიდრე ცეცხლს გავხსნიდი და ჩვენს ხალხსაც ჩავახოცინებდი. ალბათ, ყველაზე უარესი გადაწყვეტილება მიიღეს - ეს სჩვევიათ ჩვენებს...

პრეზიდენტმა 30 აგვისტოს, როცა ის ძალოვან მინისტრებთან ერთად ლოპოტის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დეტალებს განიხილავდა. იქვე პრეზიდენტმა შეიარაღებული დაჯგუფების მოქმედებათა ორგანიზატორის 2 სავარაუდო მიზანიც დაასახელა:

”ერთი - ეს იყო, მათ შორის, ჩვენი საბრძოლო მზადყოფნის გამოცდა და 2008 წლის შემდეგ ჩვენები არ ყოფილან ამ მასშტაბის საბრძოლო ოპერაციაში და მინდა ვთქვა, რომ აშკარად პროგრესი აქვთ გაკეთებული და ეს ძალიან მიხარია. მეორე ამოცანა მათი იყო, მე ვფიქრობ, პროვოკაციის მოწყობა და, მე ვფიქრობ, ესეც არ გამოუვიდათ. და ეს ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური რაღაცა იყო, იმიტომ რომ, თუ ჩვენი ქვეყნის დამპყრობელს რაიმე საბაბის შექმნა სურს ხოლმე, აი ასეთი რაღაცები, პირდაპირ თუ არაპირდაპირ, ემსახურება სწორედ მსგავსი საბაბების შექმნას.”

თუკი ხელისუფლების მთავარი ოპონენტი პოლიტიკური ძალის, კოალიცია ”ქართული ოცნების” ლიდერს ბიძინა ივანიშვილს მოვუსმენთ, მართალია, მას შესაბამისი დასკვნების გამოსატანად მეტი ინფორმაცია ესაჭიროება, მაგრამ, წინასწარი დასკვნით, იმისათვის, რომ სისხლი არ დაღვრილიყო, შეიარაღებული დაჯგუფების რუსეთისკენ გატარება მას პრობლემად არ მიაჩნია.

”რატომ არ უნდა გაეშვათ?! ბავშვები დაეტოვებინათ და ისინი უკან გაეშვათ... საიდანაც შემოვიდნენ, უკან გადიოდნენ, ხო?! რეცეპტს პირდაპირ ვერ ვიტყვი, მაინც გავფრთხილდები - ჯერ ინფორმაცია უნდა დავაზუსტო... ყოველ შემთხვევაში, რაიმეს მარტივს მოვიფიქრებდი, ვიდრე ცეცხლს გავხსნიდი და ჩვენს ხალხსაც ჩავახოცინებდი. ალბათ, ყველაზე უარესი გადაწყვეტილება მიიღეს - ეს სჩვევიათ ჩვენებს”, - უთხრა 30 აგვისტოს ჟურნალისტებს ბიძინა ივანიშვილმა.

შესაძლებელი იყო თუ არა, რომ საქართველოს ხელისუფლებას გზა გაეხსნა მოჯაჰედებისთვის და მშვიდობიანად გაეტარებინა ისინი რუსეთის ტერიტორიისკენ?
ბესიკ ალადაშვილი

ბესიკ ალადაშვილი


როგორც ექსპერტმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, უშიშროების გადამდგარმა პოლკოვნიკმა ბესიკ ალადაშვილმა უთხრა 31 აგვისტოს რადიო თავისუფლებას, რუსეთსა და საქართველოს შორის ნორმალური ურთიერთობის პირობებში, შეთანხმებული მოქმედებების გეგმის ფარგლებში, შეიარაღებული ჯგუფისთვის გზის გახსნა კიდევ შესაძლებელი იქნებოდა; მაგრამ, ორ ქვეყანას შორის დღეისათვის არსებული დაძაბულობის ფონზე, ასეთი რამ პრაქტიკულად წარმოუდგენელია. ალადაშვილი ლაპარაკობს რისკზე, რომლის წინაშეც შეიძლებოდა დამდგარიყო მთელი ქვეყანა:

”იმის გარანტია არ არის, რომ, ვთქვათ, ისინი არ იყვნენ შემოგზავნილი სპეციალური დავალებით რუსეთიდან და მერე მათი უკან დაბრუნება გაპიარდებოდა უკვე როგორც შეგზავნა, ანუ ბოევიკების შეგზავნა ჩვენი მხრიდან, რასაც რუსეთის სპეცსამსახურები და ხელმძღვანელობა უკვე მრავალი წლის მანძილზე ამტკიცებს. ისინი ამ ფაქტს დააფიქსირებდნენ და გამოიყენებდნენ.”

ბესიკ ალადაშვილი თითქმის დარწმუნებულია, რომ კრემლის დუმილი ლოპოტის ხეობაში ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით დროებითია და რომ სათავისო განცხადებების გასაკეთებლად კრემლი ხელსაყრელ მომენტს ელოდება.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG