Accessibility links

logo-print

ვინ აირჩია რონალდუ და ვინ - არა?


კრიშტიანუ რონალდუ (მარჯვნივ) და უეფას პრეზიდენტი მიშელ პლატინი

კრიშტიანუ რონალდუ (მარჯვნივ) და უეფას პრეზიდენტი მიშელ პლატინი

28 აგვისტოს მონაკოში გაირკვა ევროპაში წლის საუკეთესო ფეხბურთელის ვინაობა: ეს წოდება მოიპოვა მადრიდის „რეალის“ პორტუგალიელმა თავდამსხმელმა კრიშტიანუ რონალდუმ, რის შესახებაც მონაკოდან იმავე დღეს გვაუწყა რადიო თავისუფლების ქართული სამსახურის დირექტორმა, დავით კაკაბაძემ - ერთ-ერთმა 54 ევროპელ ჟურნალისტს შორის, ვინც მონაწილეობა მიიღო კენჭისყრაში წლის საუკეთესო ევროპელი ფეხბურთელი მამაკაცის გამოსავლენად. თითოეულ ჟურნალისტს არჩევანი უნდა შეეჩერებინა ერთ-ერთზე საუკეთესო ფეხბურთელების სამეულიდან, რომლის შემადგენლობაც კენჭისყრის წინა ეტაპის შედეგად გაირკვა. წელს რონალდუსთან ერთად სამეულში მოხვდნენ გერმანიის ნაკრების მეკარე მანუელ ნოიერი და ჰოლანდიის ნაკრების ნახევარმცველი არიენ რობენი. რონალდუს ერგო 26 ხმა, ნოიერს - 19, რობენს - 9. მარიამ ჭიაურელმა დავით კაკაბაძეს მონტე კარლოში დაურეკა შთაბეჭდილების გაზიარების თხოვნით და რადგან იცოდა, რომ ამჯერად მისი ფავორიტი არ ყოფილა კრიშტიანუ რონალდუ, ჯერ ჰკითხა, რატომ არ აირჩია ის.

XS
SM
MD
LG