Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სირიის საკითხებში გაეროს საგანგებო წარგზავნილი სტაფან დე მისტურა დამასკში ჩავიდა


სტაფან დე მისტურა
სტაფან დე მისტურა

სირიის მთავრობამ უკუაგდო გაეროს წინადადება, ავტონომია მიანიჭოს ქალაქ ალეპოს იმ რაიონებს, რომლებიც მეამბოხეთა ხელშია. როგორც სირიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვუალიდ ალ-მუალემმა უთხრა დამასკში ჩასულ გაეროს საგანგებო წარგზავნილს, სტაფან დე მისტურას, ალეპოში სახელმწიფო ინსტიტუტები აღდგება მას შემდეგ, რაც იქიდან განდევილ იქნებიან მეამბოხეები. სტაფან დე მისტურას ვიზიტი ემთხვევა პერიოდს, როცა ბაშარ ალ-ასადის მთავრობამ გააძლიერა სამხედრო მოქმედებები ალეპოში. ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის თავმჯდომარე, ელიზაბეთ ჰოფი იტყობინება, რომ ხუთდღიანი საავიაციო და საარტილერიო იერიშების შედეგად, რომლებსაც სამთავრობო ჯარები ახორციელებენ, ალეპოში ყველა სამედიცინო დაწესებულება განადგურებულია ამბოხებულთა კონტროლქვეშ მყოფ რაიონებში. სირიელი უფლებადამცველების თანახმად, 15 ნოემბერს იერიშის დაწყების შემდეგ აღმოსავლეთ ალეპოში ასზე მეტი სამოქალაქო პირი დაიღუპა. კვირას მეამბოხეებმა ცეცხლი გაუხსნეს ალეპოს დასავლეთ ნაწილს, რომელსაც მთავრობა აკონტროლებს. დაიღუპა შვიდი ბავშვი. 2012 წლიდან ალეპო ორ ნაწილადაა გაყოფილი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG