Accessibility links

ჯერჯერობით დაუდგენელმა პირებმა თელავში სტალინის ძეგლი შეღებეს. საბჭოთა ბელადის ძეგლი ზუზუმბოს ქუჩაზე, მეორე მსოფლიო ომის მემორიალთან, როგორც ვეტერანები ამბობენ, საერთაშორისო ორგანიზაცია "სტალინელისა" და „ვეტერანთა კავშირის“ ორგანიზებით, 1 სექტემბერს გაიხსნა. ვეტერანებს 2 სექტემბრის დილას ძეგლი შეღებილი დახვდათ. ადგილობრივი იოსებ სუმბაძე ამბობს, რომ შეღებილი ძეგლი პირველად მან ნახა და „ვეტერანთა კავშირს“ შეატყობინა:

„დილით 7 საათზე მოვედი და ასეთი მდგომარეობა დამხვდა. ვიფიქრე პატრულისთვის დამერეკა და ამასობაში ის ადამიანი მოვიდა, ვინც მემორიალს ყურადღებას აქცევს. შემდეგ „ვეტერანთა კავშირს“ გავაგებინეთ და ისინიც მოვიდნენ“.

ძეგლი 1 სექტემბერს თელავში, ზუზუმბოს ქუჩაზე, საზეიმო ვითარებაში გაიხსნა. „ვეტერანთა კავშირის“ თავმჯდომარე ალექსანდრე ციბაძე სტალინზე, როგორც XX საუკუნის უდიდეს პიროვნებაზე, გვესაუბრა:

იცით, რატომ მიყვარს? მან მსოფლიო დაიპყრო, ომი მოიგო. როდესაც ომი მძვინვარებდა, მე სწორედ იმ დროს დავიწყე მუშაობა და იქ გავატარე 60 წელი...
„სტალინი იყო მეოცე საუკუნის უდიდესი პიროვნება. ჩვენ ნასწავლი გვაქვს სტალინის შესახებ ათი სტალინური დარტყმა ფაშისტურ გერმანიაზე - დაწყებული სტალინგრადიდან, დამთავრებული ბერლინით“.

1 სექტემბერს ვეტერანებმა ძეგლი გვირგვინებით შეამკეს და ბელადზე ლექსები წაიკითხეს. ერთ-ერთი თელაველი, ელენე ლუხუტაშვილი, იმის შესახებ გვიამბობს, თუ რატომ სცემს პატივს საბჭოთა ბელადს და რატომ მივიდა ღონისძიებაზე:

„იცით, რატომ მიყვარს? მან მსოფლიო დაიპყრო, ომი მოიგო. როდესაც ომი მძვინვარებდა, მე სწორედ იმ დროს დავიწყე მუშაობა და იქ გავატარე 60 წელი. ლექსიც მინდა, რომ გითხრათ:

„ირმის რქისაგან ნაწურო, შეზრდილო გორის მთისაო,
შენი აკვანი დაირწა, ბედნიერ მუხის რქისაო,
მოსკოვმა კალთა გიშალა, იქ დაიმკვიდრე ბინაო.
არ დაგივიწყებს ქართველი, არც ქვეყანა შენი შინაო!“




თელავის მაჟორიტარი დეპუტატის გელა სამხარაულის ინფორმაციით, თელავში, ზუზუმბოს ქუჩაზე, სტალინის ძეგლი ჯერ კიდევ 1982 წელს დაიდგა. მისივე განცხადებით, რამდენიმე ათეული წლის წინ ძეგლი აიღეს. გელა სამხარაული ამბობს, რომ „ძეგლის თავიდან დადგმას სჭირდებოდა თუ არა ახალი ნებართვა, ამას შესაბამისი ორგანოები გაარკვევენ“:
რა თქმა უნდა, ეს არის კანონის დარღვევა. ის ეწინააღმდეგება მთავრობის 57-ე დადგენილებას, რომლის თანახმადაც ასეთი ქმედება აუცილებლად უნდა იყოს წინასწარ შეთანხმებული და ნებადართული მუნიციპალიტეტის მიერ...

„იმ პერიოდში, როგორც მე მახსოვს, ძეგლი იყო. შემდეგ მთელ საქართველოში მოხდა ძეგლების დანგრევა-დამტვრევა. ეს არ იყო მხოლოდ სტალინის. დღეს რამდენად კანონიერად მოხდა ძეგლის განთავსება, ამაზე შესაბამისი ორგანოები მოახდნენ რეაგირებას“.

თელავში სტალინის ძეგლის გახსნას თელავის საკრებულოს თავმჯდომარეც გამოეხმაურა. როგორც დიმიტრი ბოჭორიძემ განაცხადა, ძეგლის დადგმაზე საკრებულოს ნებართვა არ გაუცია:

„რა თქმა უნდა, ეს არის კანონის დარღვევა. ის ეწინააღმდეგება მთავრობის 57-ე დადგენილებას, რომლის თანახმადაც ასეთი ქმედება აუცილებლად უნდა იყოს წინასწარ შეთანხმებული და ნებადართული მუნიციპალიტეტის მიერ. შესაბამისად, ყველა კანონიერი ზომა იქნება გატარებული, რომ ძეგლის დემონტაჟი მოხდეს“.

თელავში სტალინის ძეგლის შეღებვის ფაქტზე შს სამინისტროს თელავის სამმართველომ გამოძიება დაიწყო. შეგახსენებთ, რომ სტალინის ძეგლს საღებავი 2013 წლის იანვარში ახმეტის რაიონის სოფელ ზემო ალვანშიც გადაასხეს.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG