Accessibility links

logo-print

სტამბოლის თავდასხმის მსხვერპლთა რიცხვი 42-მდე გაიზარდა


სტამბოლის აეროპორტი აფეთქებების შემდეგ

სტამბოლის აეროპორტი აფეთქებების შემდეგ

სტამბოლის აეროპორტში 28 ივნისს მოწყობილი აფეთქებების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 42-მდე გაიზარდა. წუხელ საავადმყოფოში გარდაიცვალა ერთი დაჭრილი. ათათურქის სახელობის აეროპორტზე თავდასხმისას დაშავდა 240-მდე პირი. თურქეთის მთავრობის ინფორმაციით, სამმა თავდამსხმელმა ცეცხლი გახსნა აეროპორტის ერთ-ერთი ტერმინალის შესასვლელთან, ხოლო პოლიციის საპასუხო სროლის შემდეგ თავი აიფეთქა. თავდასხმისთვის პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არავის უკისრია, მაგრამ თურქეთის ხელისუფლება მიიჩნევს, რომ ტერაქტის ორგანიზატორი ექსტრემისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოა“.

სტამბოლის აეროპორტში, 28 ივნისს მომხდარი თავდასხმის გამო თბილისში, თურქეთის საელჩოში გაიხსნა სამძიმრის წიგნი. გუშინ საღამოს საელჩოსთან მდუმარე აქცია გამართეს სტუდენტებმა, რომლებმაც თანაგრძნობა გამოუცხადეს დაღუპულთა ოჯახებსა და თურქეთის სახელმწიფოს. სამძიმრისა და სოლიდარობის ნიშნად გასულ ღამით თურქეთის დროშის ფრად განათდა თბილისის სატელევიზიო ანძა. დღეს თურქ ხალხს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა. მთავრობის სხდომაზე გამოსვლისას, მან აღნიშნა, რომ საქართველო შეძრწუნებულია სტამბოლში მომხდარი ტრაგედიით.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG