Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტავრიდისი რუსეთის მომდევნო ნაბიჯებზე საუბრობს


ადმირალი (გადამდგარი) ჯეიმს სტავრიდისი
ადმირალი (გადამდგარი) ჯეიმს სტავრიდისი

ნატოს უმაღლესი სარდლობის ყოფილი მეთაური, ამერიკის საზღვაო ძალების გადამდგარი ადმირალი და ახლა ტაფტის უნივერსიტეტის ფლეჩერის სკოლის დეკანი ჯეიმს სტავრიდისი სინანულს გამოთქვამს რუსეთის მიერ არჩეული საგარეო პოლიტიკის კურსის გამო:

„ამ დროისთვის რუსეთი უკაინის ტერიტორიაზე შეჭრას აგრძელებს. ამასთან, რუსეთმა ყირიმის ანექსია მოახდინა, რაც საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევაა. რუსეთი აღმოსავლეთ უკრაინაში მეამბოხურ მოძრაობას ქმნის. ჩემი აზრით, მომდევნო ნაბიჯი მარიუპოლის აღებაა ყირიმთან სახმელეთო ხიდის შექმნის მიზნით. სიტუაცია ძალიან მძიმეა და სამწუხაროა ის, რომ რუსეთმა საერთაშორისო სამართლის დარღვევის გზა აირჩია.“

ადმირალი (გადამდგარი) სტავრიდისი აცხადებს, რომ ნატო საკუთარი მისიის შესრულებას აგრძელებს, თუმცა რუსეთი მასზე გავლენის მოხდენას ცდილობს:

„ნატოს მისია უცვლელი რჩება - ეს ალიანსის უსაფრთხოების უზრუნველყოფაა. ამის წარმატებით გასაკეთებლად, ჩვენ უნდა დავარწმუნოთ რუსეთის საზღვართან მდებარე ნატოს წევრები მათ უსაფრთხოებაში. უკრაინაში მიმდინარე მოვლენები მათ გასაგები მიზეზების გამო ძალიან აღელვებს. ბალტიისპირეთის ქვეყნებმა, პოლონეთმა, რუმინეთმა, რუსეთთან ახლოს მდებარე სხვა ქვეყნებმა და მათ შორის, გერმანიამაც, თავი დაცულად უნდა იგრძნონ. მეორე, ჩვენ უნდა მოვნახოთ გზები, რომლითაც რუსეთს მოქმედებების შეცვლისკენ ვუბიძგებთ. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ნატომ უკრაინაში ჯარი უნდა გაგზავნოს. ჩემი აზრით, უკრაინის შეიარაღებულ ძალებს იარაღი, სამხედრო მარაგი, ინფორმაცია, სადაზვერვო მასალა უნდა მივაწოდოთ. თუ რუსეთისთვის უკრაინაში წარმოებულ ომს გავაძვირებთ, ამან შეიძლება მოსკოვს გადააფიქრებინოსნატოს წევრი რომელიმე ქვეყნის მიართ მსგავსი აგრესიის გამოყენება.“

სტავრიდისს მიაჩნია, რომ მოსკოვის მიერ გამოყენებული არგუმენტი, რომელიც ნატოს გაფართოებას რუსეთის უსაფრთხოებას უკავშირებს, საფუძველსაა მოკლებული:

„ცივი ომის შემდეგ ნატოში გაწევრიანებულმა თითოეულმა ქვეყანამ ეს გადაწყვეტილება საკუთარი სურვილით მიიღო. მაგალითად, ესტონეთში ტანკები არ შეგვიყვანია იმისთვის, რომ ისინი ნატოში გაწევრიანებაში დაგვერწმუნებინა. პოლონეთის თავზე სამხედრო თვითმფრინავები არ დაფრინავდა იმისთვის, რომ მათზე ნატოში გასაწევრიანებლად ზეწოლა მოგვეხდინა. თითოეულმა ახალმა წევრმა რუსეთის დომინაციის ქვეშ რამდენიმე ათწლეული გაატარა და მათ ნატოში გაწევრიანების დიდი სურვილი ჰქონდათ. ნატო იმისთვის არ ფართოვდებოდა, რომ რუსეთი ალყაში მოექცია. ნატო იმიტომ ფართვდებოდა, რომ 1956 წელს უნგრეთში საბჭოთა ტანკები შევიდა, 1968 წელს იგივე მოხდა ჩეხოსლოვაკიაში. ამ მეთოდებით რჩებოდნენ ქვეყნები ვარშავის ხელშეკრულების წევრებად.“

შეკითხვაზე, ამოწმებს თუ არა რუსეთი ნატოს მეხუთე მუხლის ამუშავების შესაძლებლობას უკრაინაში წარმოებული ომით ადმირალმა სტავრიდისმა განაცხადა:

„ჩემი აზრით, ისინი ნატოს საზღვრებზე ალიანსის სამხედრო ოპერაციების შეზღუდვას ცდილობენ. ისინი ცდილობენ ნატოში შექმნან იმის განცდა, რომ რუსეთი ანტაგონისტური ქვეყანაა და ნატოს გაუგზავნონ სიგნალი, რომ უკრაინას ამ კრიზისის განმავლობაში მხარი არ უნდა დაუჭირონ.“

XS
SM
MD
LG