Accessibility links

logo-print

სტივ ჯობსის გარდაცვალებიდან 3 წლის შემდეგ, მისი კომპანია ორჯერ გაიზარდა და სარისკო, მაგრამ ინსპირაციულ ინოვაციებზე მუშაობს, როგორიცაა ეფლის საათი.

“ის ბოლომდე შრომობდა, უკანასკნელი წლები ეფლის სისტემების და წარმატების ისეთი მოდელების შექმნას დაუთმო, რომლებიც მისი გარდაცვალების შემდგომაც იცოცხლებდნენ,” ამბობს რიკ ტეტზელი, წიგნის Becoming Steve Jobs: The Evolution of a Reckless Upstart into a Visionary Leader ავტორი. მას სჯერა, რომ კომპანიის წარმატება ეფლის დამფუძნებლის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მემკვიდრეობაა.

ჯობსი 2011 წელს 56 წლის ასაკში პანკრეასის კიბოთი გარდაიცვალა.

ის სამსახურიდან ითხოვდა ხალხს, რომლებიც თავიანთი იდეებისთვის არ იბრძოდნენ. ის კამათობდა ყველა დირექტორთან. მას სჯეროდა, რომ საუკეთესო პროდუქტი მხოლოდ დებატებით მიიღწეოდა.

წიგნის წერისას ტეტზელი ჯობსის ახლობლებს ესაუბრა. ამ გზით მან წიგნის თანა-ავტორ ბრენტ შლენდერთან ერთად ჯობსი უკეთ გაიცნო. მას ხშირად ახასიათებდნენ როგორც რთულ და დიზაინის დეტალებზე გადაყოლილ ადამიანს.

“თუ სტივ ჯობსთან ახლოს მუშაობდი, მას უნდა შეწინააღმდეგებოდი,” ყვება ტეტზელი. “ის სამსახურიდან ითხოვდა ხალხს, რომლებიც თავიანთი იდეებისთვის არ იბრძოდნენ. ის კამათობდა ყველა დირექტორთან. მას სჯეროდა, რომ საუკეთესო პროდუქტი მხოლოდ დებატებით მიიღწეოდა.”

წიგნზე მუშაობისას ტეტზელმა აღმოაჩინა, რომ ჯობსი თანამშრომლების ცხოვრებით ინტერესდებოდა და ესმოდა, რომ მათთვის ფული დიდი მოტივატორი იყო.

“ვინც მასთან ახლოს მუშაობდა დიდი შემოსავალი ჰქონდა, მაგრამ მთავარი ხარისხი იყო, რათა საუკეთესო შესაძლო პროექტი მიეღოთ. ის ხალხიც კი, ვინც სამსახურებიდან დაითხოვა, ან ვინც მასთან ურთიერთობა ცუდად დაამთავრა, ყველა ამბობს, რომ მათ ცხოვრებაში საუკეთესო პროდუქტები ჯობსთან მუშაობისას შექმნეს,” ამბობს ტეტზელი.

2009 წელს ჯობსი ღვიძლის ტანსპლანტაციის რიგში იყო, მასთან ეფლის ერთ-ერთი დირექტორი ტიმ კუკი მივიდა და მეგობარსა და მასწავლებელს თავისი ღვიძლი შესთავაზა. ჯობსმა უარი უთხრა.

“კუკმა ეს ისტორია იმის საჩვენებლად გაგვიზიარა, რომ ჯობსი ეგოისტი ადამიანი არ იყო. მაგრამ ამ ისტორიით ჩვენ ასევე ვხედავთ როგორი ახლო ურთიერთობა ჰქონდა ჯობსს მის მოადგილეებთან,” ყვება ტეტზელი.

მას სჯერა, რომ აიფონის შექმნა ჯობსის კარიერის კულმინაცია იყო.

“ეს ყველაზე მნიშვნელოვანი რამაა, რაც მან შექმნა. მან შეცვალა ტექნოლოგიაზე ჩვენი აზროვნება. ის ტექნოლოგიას წარმოუდგენლად მობილურს ხდის. ეს ტექნოლოგიიის სამყაროში დიდი ცვლილებაა.”

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG