Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოხალისეები მხარში უდგანან ქალაქს


მოხალისეები გმირთა მოედანზე
მოხალისეები გმირთა მოედანზე

სტიქიით დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად და გაწმენდით სამუშაოებში მონაწილეობის მისაღებად გმირთა მოედანსა და მიმდებარე ტერიტორიებზე მოხალისეები შეიკრიბნენ. ნაწილი ქალაქის მერის მოწოდებას გამოეხმაურა, ნაწილმა კი ინფორმაცია სოციალური ქსელებიდან შეიტყო. შექმნილია ე.წ. ჰუმანიტარული ნივთების მიმღები პუნქტიც. როგორც ქალაქის საკრებულოში განმარტავენ, ამ ეტაპზე განსაზღვრულია ხუთი ადგილი, სადაც მოხალისეები მუშაობენ.

რამდენიმე ასეული მოხალისე გმირთა მოედანზე დღის პირველივე ნახევარში შეიკრიბა. ნიჩბები და შიშველი ხელები - ეს მათი სამუშაო იარაღებია. ისინი 14 ივნისის ღამეს დედაქალაქს თავს დამტყდარი ძლიერი სტიქიის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას ეხმარებიან და წვიმისგან დაზიანებულ ტერიტორიას მიწისგან და ქვა-ღორღისგან ასუფთავებენ. მათ შორისაა 21 წლის ზურა ვირუბოვი. მოხალისეთა მობილიზაციის შესახებ რადიოთი შეიტყო. ზურას ხელში ნიჩაბი უჭირავს. ვარაზის ხევის დაღმართზე დგას და გზას ტალახისგან წმენდს: „ვისხედით მე და ჩემი მეგობარი და მთელი ღამე ტელევიზორს ვუყურებდით. დილით რადიოში მოვისმინეთ, რომ სჭირდებოდათ დამხმარე ადამიანები და იმწუთას ავდექით და ჩამოვედით. რაც ვიპოვეთ ტანსაცმელი, ჩავიცვით და აი, რასაც გვავალებენ, ყველაფერს კეთილსინდისიერად ვასრულებთ“.

წარღვნის შემდეგ
please wait

No media source currently available

0:00 0:02:00 0:00

​დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ დახმარების მსურველ მოქალაქეებს დილითვე მოუწოდა, მონაწილეობა მიეღოთ სტიქიით დაზიანებული ტერიტორიების დასუფთავებაში. გმირთა მოედნისა და ზოოპარკის ტერიტორიაზე მაშინვე დაიწყო მოხალისეთა მობილიზება. გმირთა მოედანზე დასახმარებლად მივიდა მხატვარი მაკა ბატიაშვილიც. სხვა მოხალისეებთან ერთად ის ქვებისგან ასუფთავებს გმირთა მოედანს, ამბობს, რომ ნიჩბების ნაკლებობაა: „სახლში გაჩერება და ტელევიზორის ყურება არ შემეძლო. ვიფიქრე, რომ რაღაცით მაინც დავეხმარები ამ ადამიანებს. რითაც შეგვიძლია იმით ვეხმარებით. თითო-თითო ქვა გაგვაქვს. ხალხს ასე დგომა არ შეუძლია და მეც მათთან ერთად ვარ“.

რიგი მოხალისეები ყვითელ ლენტს აქეთ აღმოჩნდნენ. მათ დასუფთავების სამუშაოებში ჩართვა იმ მიზეზით ვეღარ მოახერხეს, რომ გმირთა მოედანზე მისულ მოხალისეთა რაოდენობამ მოსალოდნელს გადააჭარბა. როგორც საკრებულოს წევრმა ჯაბა სამუშიამ აგვიხსნა, მოხალისეებს, გარდა გმირთა მოედნისა, ოთხ სხვა ადგილზე გაგზავნიან სამუშაოდ. ესენია: მტკვრის მარჯვენა სანაპიროს ზოლი, თამარაშვილის ქუჩის დასაწყისი, მშრალი ხიდის მიმდებარე ტერიტორია და კორპუსების შიდა ეზოები: „არსებობს ხუთი ადგილი, სადაც შესაძლებელია, რომ მოხალისეები მივიდნენ და ტექნიკის გარეშე იმუშონ, ნიჩბები იქნება ეს თუ სხვა სამუშაო იარაღები. იქ სადაც ტექნიკა მუშაობს, მოსახლეობის დახმარება ამ ეტაპზე საჭირო არ არის“.

ყვითელ ლენტს აქეთ, გმირთა მოედანზე მისულ მოხალისეებს შორის დგას 26 წლის ნინო. ის თავის რიგს ელოდება: „ხალხის რესურსი ყოველთვის მნიშვნელოვანია. განსაკუთრებით მაშინ, როცა დაზარალებული ადამიანი ხედავს, რომ მოქალაქეები მათ ეხმარებიან. ჯერჯერობით დასუფთავებაში მოვეხმარები მათ, შემდეგ კი უკვე მატერიალურად, საკვებით, ტანსაცმლით“. რიგი მოხალისეები ყვითელ ლენტს აქეთ აღმოჩნდნენ. მათ დასუფთავების სამუშაოებში ჩართვა იმ მიზეზით ვეღარ მოახერხეს, რომ გმირთა მოედანზე მისულ მოხალისეთა რაოდენობამ მოსალოდნელს გადააჭარბა. როგორც საკრებულოს წევრმა ჯაბა სამუშიამ განმარტა რადიო თავისუფლებასთან საუბარში, გმირთა მოედანზე მისული მოხალისეები, გარდა გმირთა მოედნისა, ოთხ სხვადასხვა ადგილზე გაიგზავნებიან სამუშაოდ. ესენია: მტკვრის მარჯვენა სანაპიროს ზოლი, თამარაშვილის ქუჩის დასაწყისი, მშრალი ხიდის მიმდებარე ტერიტორია და კორპუსების შიდა ეზოები: „არსებობს ხუთი ადგილი, სადაც შესაძლებელია, რომ მოხალისეები მივიდნენ და ტექნიკის გარეშე იმუშაონ, ნიჩბები იქნება ეს თუ სხვა სამუშაო იარაღები. იქ სადაც ტექნიკა მუშაობს, ადამიანების დახმარება ამ ეტაპზე საჭირო არ არის“.

ექსკავატორები მუშაობს, ხალხი მუშაობს ფიზიკურად, რომ მაქსიმალურად გავწმინდოთ ტერიტორია. ახლა ვწმენდთ მზიურის ტერიტორიას და ზოოპარკის ტერიტორიას ვწმენდთ. იქ არის არხი, რომელიც დაუყოვნებლივ უნდა გაიწმინდოს...
გოგა კალანდაძე

სტიქიით დაზარალებული ადამიანების საკვებითა თუ ტანსაცმლით დახმარების მიზნით ფეისბუკში შეიქმნა სპეციალური გვერდი სახელწოდებით „13 ივნისი“, რომელიც ამ დროისათვის ხუთი ათასამდე ადამიანს აერთიანებს. მასზე სისტემატურად ვრცელდება ინფორმაცია სტიქიით დაზარალებულთა საჭიროებების შესახებ. მიმღები პუნქტია გახსნილი თამარაშვილის 10 ნომერში, სადაც დახმარების მსურველებს ტანსაცმელი, საბნები და საკვები მიაქვთ.

გაწმენდით სამუშაოებში მონაწილე ერთ-ერთი კომპანია „ბლექ სი გრუპის“ წარმომადგენელი გოგა კალანდაძე რადიო თავისუფლებასთან საუბარში განმარტავს, რომ მიმდინარეობს გეგმის შემუშავება, რათა ტექნიკის დახმარებით დაუყოვნებლივ დაიწყოს ჩახერგილი ტერიტორიების გაწმენდა, იმისათვის, რომ განმეორებითი წვიმის შემთვევაში, კვლავ არ განმეორდეს წყლის დონის აწევა და დატბორვა: „ვმუშაობთ იმაზე, რომ მაქსიმალურად გავასუფთავოთ ტერიტორია ჩახერგილი ხეებისგან, რათა წყალმა შეძლოს თავისუფლად გავლა და არ მოხდეს დაგუბება. ექსკავატორები მუშაობს, ხალხი მუშაობს ფიზიკურად, რომ მაქსიმალურად გავწმინდოთ ტერიტორია. ახლა ვწმენდთ მზიურის ტერიტორიას და ზოოპარკის ტერიტორიას ვწმენდთ. იქ არის არხი, რომელიც დაუყოვნებლივ უნდა გაიწმინდოს“.

როგორც თბილისის მერიის ოფიციალურ ვებსაიტზე ვკითხულობთ, თბილისის მერიის შესაბამისი სამსახურები დედაქალაქში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ აქტიურად მუშაობენ. მათი განცხადებით, არსებული რესურსი ძლიერი წვიმის შედეგად შექმნილ სიტუაციას უმკლავდება. თუმცა, განცხადებაში იმასაც ვკითხულობთ, რომ იმ შემთხვევაში, თუკი საჭირო გახდება დამატებითი ძალის მობილიზაცია, თბილისის მერია დაუყოვნებლივ აცნობებს მოსახლეობას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG