Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში ძლიერმა წვიმებმა და სეტყვამ რამდენიმე რეგიონის სოფლები დააზარალა


საქართველოში სტიქიამ დააზარალა შიდა ქართლის ათზე მეტი სოფელი. ძლიერმა წვიმამ ზიანი მიაყენა, უმეტესწილად, გორის მუნიციპალიტეტის სოფლებს. დაიტბორა და ზოგ შემთხვევაში, განადგურდა სასოფლო-სამეურნეო სავარგულები და ნათესები. მთიდან წამოსულმა ქვა-ღორღმა ჩაკეტა სოფლის გზებიც. დაიტბორა შავშვების დევნილთა ჩასახლების ტერიტორიაც. იუწყებიან აგრეთვე, რომ სტიქიამ დააზარალა ახმეტის რაიონის სოფლები. საინფორმაციო სააგენტო "ინტერპრესნიუსის" მონაცემებით,ძლიერი სეტყვის შედეგად განადგურდა ვენახები და სასოფლო-სამეურნეო სავარგულები ექვს სოფელში. დაზიანდა რამდენიმე საცხოვრებელი სახლის სახურავი. შექმნილია ზარალის დამთვლელი სპეციალური კომისიები.

XS
SM
MD
LG