Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტოლტენბერგმა მოუწოდა რუსეთს, შეწყვიტოს ასადის მხარდაჭერა


იენს სტოლტენბერგი
იენს სტოლტენბერგი

ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ალიანსი შეშფოთებულია ვითარების ესკალაციით სირიაში, რასაც რუსეთის მიერ სირიაში საავიაციო და სარაკეტო იერიშების გაფართოება იწვევს.

ნატოს თავდაცვის მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე იენს სტოლტენბერგმა 8 ოქტომბერს განაცხადა, რომ რუსეთის სამხედრო მოქმედებების პასუხად, თუ საჭირო გახდება, ალიანსი მზად არის გაგზავნოს სამხედრო ძალა თურქეთის დასახმარებლად.

„შეშფოთებული ვართ იმით, რომ რუსეთისათვის, რომელიც მხარს უჭერს ასადის რეჟიმს, მთავარ სამიზნეს წარმოადგენს არა ექსტრემისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფო“, არამედ სხვა ოპოზიციური სამხედრო ჯგუფები. ამიტომ მოვუწოდებ რუსეთს, რომ შეთანხმებულად იმოქმედოს და კონსტრუქციული როლი ითამაშოს „ისლამისტური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლაში და აღარ გააგრძელოს სირიის პრეზიდენტის ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის მხარდაჭერა, რადგან ამ რეჟიმის მხარდაჭერა არ წარმოადგენს კონსტრუქციულ წვლილს სირიის კონფლიქტის გრძელვადიანი სამშვიდობო მოწესრიგების საქმეში“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG