Accessibility links

logo-print

სტრასბურგის სასამართლო: ვანო მერაბიშვილის საქმეში დაირღვა ევროპული კონვენციის მე-18 მუხლი


ვანო მერაბიშვილი

ვანო მერაბიშვილი

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქართველოს დაავალა ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ვანო მერაბიშვილისათვის 12 000 ევროს გადახდა დადგენილებით, რომელიც 14 ივნისს გამოაქვეყნდა. სტრასბურგში განთავსებული სასამართლო საქართველოს წინააღმდეგ ვანო მერაბიშვილის სარჩელთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ 2013 წელის 25 სექტემბერს, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიღებული გადაწყვეტილებით, დაირღვა ადამიანის უფლებების ევროპული კონვენციის ის მუხლი, რომლის საფუძველზეც ვანო მერაბიშვილი აცხადებდა, რომ მისთვის წინასწარი პატიმრობის მისჯა გაუგებარ სამართლებრივ ნორმებს ეფუძნებოდა. სტრასბურგის სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ ვანო მერაბიშვილის საქმეში დაირღვა ადამიანის უფლებების ევროპული კონვენციის მე-18 მუხლი, რომლის საფუძველზე ვანო მერაბიშვილი აცხადებდა, რომ დაკავება მისი ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრებიდან მოშორების მიზნით მოხდა, რამაც „ნაციონალური მოძრაობის“ დასუსტება გამოიწვია.

სტრასბურგის სასამართლოს დადგენილებით, მოპასუხე მხარემ მოსარჩელეს სასამართლოს დადგენილების ძალაში შესვლიდან სამი თვეში უნდა გადაუხადოს 4 000 ევრო არამატერიალური ზარალისათვის და 8 000 ევროს ოდენობის კომპენსაცია გაწეული ხარჯებისათვის. მერაბიშვილი 2013 წლის მაისში დააკავეს და 2014 წლის თებერვალში ხუთი წლით პატიმრობა მიუსაჯეს მას შემდეგ, რაც დამნაშავედ ცნეს რამდენიმე ბრალდების, მათ შორის ამომრჩევლების მოსყიდვაში ბრალდების საფუძველზე. ჯერ არ დასრულებულა მისთვის წაყენებული კიდევ რამდენიმე ბრალდების, მათ შორის შინაგან საქმეთა მინისტრობის პერიოდში ძალაუფლებით ბოროტად სარგებლობის ბრალდებების განხილვა.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG