Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სწავლა წინამძღვრიანთკარში


ილია წინამძღვრიშვილის სასოფლო-სამეურნეო სასაწავლებლის ძველი შენობა.
ილია წინამძღვრიშვილის სასოფლო-სამეურნეო სასაწავლებლის ძველი შენობა.

1883 წელს გაზეთ „დროებაში“ ცნობილი საზოგადო მოღვაწე ილია წინამძღვრიშვილი წერდა: „გლეხებსა და აზნაურებს, თუმცა ხელთ აქვთ უძრავი სიმდიდრე ბუნებისა, არ შეუძლიათ მითი სარგებლობა. იმათ, გარდა წარღვნისდროინდელი საშუალებებისა, არ იციან არავითარი სხვაგვარი მამულისა და ბაღ-ვენახის შემუშავება. არ არის საჩვენებელი ფერმა, სადაც მათ და მათ შვილებს შეეძლოთ ენახათ შეკეთება მიწის და სამეურნეო იარაღებისა, რომელნიც გაუადვილებენ მამულის მეპატრონეთ მუშაობას“.

სწავლა წინამძღვრიანთკარში
please wait

No media source currently available

0:00 0:11:04 0:00
გადმოწერა

სწორედ ამ სურათის შეცვლის სურვილითა და მიზნით დააარსა ილია წინამძღვრიშვილმა პირველი ქართული სასოფლო-სამეურნეო სკოლა, რომელიც მოგვიანებით, 1933 წელს, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკუმად გადაკეთდა. ამ სასწავლებელს 135 წელი არ შეუწყვეტია სტუდენტების მიღება - თუ არ ჩავთვლით ოთხწლიან წყვეტას - 2010 წლიდან 2014 წლამდე, როდესაც სკოლა ლიკვიდირებული იყო. თუმცა წელს ილია წინამძღვრიშვილის სახელობის უფასო საზოგადოებრივი კოლეჯი ისევ ელის სტუდენტებს ისეთ სპეციალობებზე, როგორიცაა მეცხოველეობა, მეხილეობა, მევენახეობა, მეღვინეობა, სანერგე მეურნეობა, მებოსტნეობა, მეფუტკრეობა...

თეიმურაზ ასათიანი - წინამღძვრიანთკარის საზოგადოებრივი კოლეჯის დირექტორი და ახალი შენობა
თეიმურაზ ასათიანი - წინამღძვრიანთკარის საზოგადოებრივი კოლეჯის დირექტორი და ახალი შენობა

ერთი სიტყვით, იმ პროფესიების დასაუფლებლად, რომელთა შესწავლამაც, შესაძლოა, რეგიონში მცხოვრებ ახალგაზრდებს ადგილზევე გაუჩინოს საქმე, თავიანთი მეურნეობები მოაწყონ და შემოსავალიც მიიღონ.სწავლა კოლეჯის განახლებულ შენობაში დაიწყება, თუმცა ილიასეულ მამულში, ამ შენობის გვერდით, დღემდე დგას და დანგრევის პირასაა იმ ძველი სასწავლებლის შენობაც, ძველი ღვინის სარდაფით. სანახევროდ დანგრეულია ილიასდროინდელი ე.წ. მასწავლებელთა სახლიც. რა ელის პირველი ქართული სასოფლო-სამეურნეო სკოლის ისტორიულ შენობას და რას შესთავაზებს სტუდენტების ახალ ნაკადს ხელახლა გახსნილი წინამძღვრიანთკარის საზოგადოებრივი კოლეჯი? რადიო თავისუფლება ამ საკითხზე ესაუბრა კოლეჯის დირექტორს, თეიმურაზ ასათიანს.

  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG