Accessibility links

ბრძოლა ცეცხლთან და ბრძოლა თაგვებთან - სტუდენტური ცხოვრება "კამპუსებში"


ანა ილურიძე, გიორგი ჯავახაძე

ანა ილურიძე, გიორგი ჯავახაძე

საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ლისის ტბის ფერდობზე 320-ადგილიანი თანამედროვე სტუდენტური საერთო საცხოვრებლის შენება დაასრულა.

როგორც განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა ამბობს, ახლად აშენებულ კომპლექსში, შესაძლოა, 120 ადგილი უცხოეთიდან საქართველოში სასწავლებლად ჩამოსულ სტუდენტებს დაეთმოთ, დიდი ნაწილი კი დაეთმობა ორი კრიტერიუმით შერჩეულ სტუდენტებს - ეს არის სოციალური საჭიროება და წარჩინება. მინისტრის თქმით, სტუდენტური საერთო საცხოვრებლით 10 ათასი სტუდენტია დაინტერესებული. თბილისში ამჟამად მხოლოდ ერთ სახელმწიფო უნივერსიტეტს აქვს სტუდენტური საერთო საცხოვრებელი. რა პირობებში ცხოვრობენ იქ სტუდენტები და რამდენად უწყობს ხელს სტუდენტებს საუნივერსიტეტო განათლების მიღებაში მოწესრიგებული "კამპუსი"? - ამ თემაზე ჩვენი რადიოს სადისკუსიო მაგიდასთან საუბრობენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი გიორგი ჯავახაძე და ყოფილი სტუდენტი ანა ილურიძე, რომელიც დიდ ბრიტანეთში სწავლობდა. დისკუსიას ნინო ხარაძე უძღვება.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG