Accessibility links

logo-print
ჩვენი ყოველკვირეული რადიოჟურნალის დღევანდელ გამოშვებაში გავიხსენებთ ნელსონ მანდელას - სამხრეთ აფრიკაში აპარტეიდის რეჟიმის პატიმარს და ამავე ქვეყნის პირველ შავკანიან პრეზიდენტს. სამხრეთი აფრიკა აპარტეიდის რეჟიმის დამხობის შემდეგ ცდილობს დემოკრატიული ფასეულობების გათავისებას, საქართველო - კომუნისტური რეჟიმის შემდეგ. როგორ უნდა მოახერხოს ეს? ამ და არამარტო ამ შეკითხვით მივმართავთ ნიკო მელიქაძეს, სტრატეგიულ გამოკვლევათა ცენტრის თანადირექტორს. გიამბობთ ასევე დისკუსიაზე, რომელიც უტრიალებდა კითხვას - "შედგა თუ არა საქართველოს ევროპული არჩევანი". დაბოლოს, შევეცდებით გავერკვეთ, როგორი უნდა იყოს დემოკრატიულ ქვეყანაში სახელმწიფოს როლი რელიგიური კონფლიქტების მოგვარებაში. ეს შეკითხვა საქართველოში აქტუალური ჩანს, უწინარეს ყოვლისა, მუსლიმი მოსახლეობის მიმართ დამოკიდებულების კონტექსტში.
XS
SM
MD
LG