Accessibility links

logo-print

რადიოჟურნალი – 1015-ე გამოშვება


საპროტესტო აქცია ევრომაიდანზე

საპროტესტო აქცია ევრომაიდანზე

მეათე სტუდიაში ჯერ ევრომაიდანზე მიგიწვევთ - კიევის ცენტრში მდებარე მოედანზე, სადაც ჩვენი კორესპონდენტი მოხალისეებს გამოელაპარაკა. უკრაინის შემდეგ ბოსნიაზე ვისაუბრებთ - ჩვენი კორესპონდენტი ქართველი და ოსი ჟურნალისტებისა და სამოქალაქო აქტივისტების ჯგუფის შემადგენლობაში იყო ჩასული ბოსნიაში იმის სანახავად, თუ როგორ ცხოვრობენ ადამიანები სასტიკი ომის შემდეგ ერთ ქვეყანაში. წარმოგიდგენთ აგრეთვე ჟურნალისტიკაში ევროკავშირის წლევანდელი პრემიის ლაურეატებს. მათ შორის არის ჩვენი კოლეგაც - ჩვენი რედაქციის რუსულენოვანი პროგრამის, "ეხო კავკაზას", კორესპონდენტი. მან ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის სპეციალური პრიზი დაიმსახურა სიუჟეტისათვის, რომელიც ეხება აფხაზეთში ომის დროს დაკარგულ პირებს. დაბოლოს, გამოვეხმაურებით სოლიდარობის დღეს, რომელსაც მსოფლიო 20 დეკემბერს აღნიშნავს.
XS
SM
MD
LG