Accessibility links

logo-print

"მეათე სტუდიაში" გამოვეხმაურებით საკანონმდებლო ცვლილებებს საქართველოში ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დასაცავად და დასახმარებლად. ეს ცვლილებები რომ საჭიროა, სამწუხაროდ, ბევრი ტრაგედიით დასტურდება: გიამბობთ წიგნზე, რომელზეც 10-ზე მეტი მწერალი მუშაობს და რომელშიც ბოლო თვეებში საქართველოში ძალადობის მსხვერპლი ქალების ამბები იქნება მოთხრობილი. შემდეგ შევეცდებით გავერკვეთ, რას ემსახურება მოსკოვის საინფორმაციო საშუალება „სპუტნიკი“, რომელიც რამდენიმე დღის წინ შეუდგა მუშაობას. რუსულენოვანი ჟურნალისტია ალექსანდერ გრანტიც - ოღონდ ის მრავალი წელია ნიუ-იორკში მუშაობს და საუცხოოდ ერკვევა ყველაფერში, რაც უკავშირდება იქ რუსული ბანდების მოქმედებას. ბოლოს კი ნიუ-იორკიდან გურიას მივაშურებთ: „გურული დღიურები“ - ასე ეწოდება გიორგი კეკელიძის ახალ წიგნს.

XS
SM
MD
LG