Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რადიოჟურნალი - 1098-ე გამოშვება


რაბათის ციხე ახალციხეში
რაბათის ციხე ახალციხეში

„მეათე სტუდიაში“ გამოვეხმაურებით ჰელსინკის დეკლარაციაზე ხელმოწერის მე-40 წლისთავს. ამ მოვლენას მაშინდელ კომუნისტურ ბლოკში დისიდენტური მოძრაობის გააქტიურება მოჰყვა, რაც კარგად ახსოვს საქართველოს პარლამენტის წევრს, ლიტერატორს, ყოფილ დისიდენტსა და პოლიტპატიმარს, ლევან ბერძენიშვილს. ვისაუბრებთ ტრეფიკინგის სახით საქართველოს წინაშე მდგომ გამოწვევაზე. შემოგთავაზებთ სიუჟეტს საქართველოს ციხესიმაგრეებზე. წარმოგიდგენთ საქართველოში ლიტერატურათმცოდნეებისათვის განკუთვნილი პრემიის წლევანდელ ლაურეატებს. ბოლოს, გამოვეთხოვებით ვახტანგ „ბოცო“ კორიშელს - შეერთებულ შტატებში მოღვაწე ქართველ მუსიკოსს, რომელიც 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. ჩვენ ვესაუბრეთ ტომ უოლტერსს, ავტორს დოკუმენტური ფილმისა „ბოცო. მასწავლებელი თბილისიდან“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG