Accessibility links

"მეათე სტუდიაში" გიამბობთ, როგორ აფასებს რუსეთის მედიაში დღეს არსებულ ვითარებას კაცი, რომელიც ორმოცი წელი ედგა სათავეში მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტს. ვიმსჯელებთ მიჯაჭვულობის პრობლემაზე და შემოგთავაზებთ უკრაინიდან რეპორტაჟს პარლამენტარის, „რადიკალური პარტიის“ წევრ იგორ მოსიიჩუკის დაკავებასთან დაკავშირებით. შემდეგ ვისაუბრებთ თბილისში ტრანსპორტით გადაადგილების მზარდ პრობლემაზე, რომლის შესახებაც გველაპარაკა ორგანიზაცია „ეკო ტრანსპორტცენტრის“ აღმასრულებელი დირექტორი ვასილ ურუშაძე. შევეცდებით ვიპოვოთ გამოსავალიც იმისათვის, რომ თბილისში ხერგილებში არ ვიდგეთ: იქნებ ველოსიპედებით ვცადოთ ბედი?

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG