Accessibility links

logo-print

"მეათე სტუდიაში" გამოვეხმაურებით პრესტიჟული პრემიის მინიჭებას ცნობილი რუსი უფლებადამცველის, 88 წლის ლუდმილა ალექსეევასთვის. შევეცდებით გავერკვეთ ახალ წესში, რომელიც ეხება საქართველოში „ქუჩის ნარკოტესტირებას“. მიგიწვევთ „ბაბალეში“, სახელოსნო-მაღაზიაში, რომელშიც ხელნაკეთ ნივთებს ამზადებენ და ყიდიან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოზარდები. ვისაუბრებთ საქართველოში შემორჩენილ სასახლეებზე და იმაზე, თუ რა პირობებში, როგორ შენობებში ცხოვრობდნენ ქართველი მეფეები თუ დიდგვაროვანნი. ვისაუბრებთ სპორტზეც - რაგბიში საქართველოს ეროვნული ნაკრების პირველ მატჩზე მსოფლიოში უძლიერეს გუნდთან, ახალი ზელანდიის ნაკრებთან.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG