Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რადიოჟურნალი - 1130-ე გამოშვება


"მეათე სტუდიაში" ვისაუბრებთ კვლევაზე, რომელიც საქართველოში არცთუ სახარბიელო მდგომარეობას ასახავს: წიგნიერების დონის მაჩვენებლით საქართველო 51-ე ადგილზეა გამოკვლეული 61 ქვეყნიდან. წიგნიერების მხრივ ამ, საკმაოდ მძიმე, მდგომარეობის ფონზე, თავის სანუგეშოდ (და, რასაკვირველია, არამარტო ამისთვის), ვისაუბრებთ ადამიანებზე, რომლებსაც დიდი ღვაწლი მიუძღვით, როგორც ლიტერატორებს. ჯერ გიამბობთ გერმანისტ და მთარგმნელ ზურაბ აბაშიძეზე. წარმოგიდგენთ აგრეთვე წიგნების ახალი სერიის, „ქართული ალტერნატიული პროზის“, პირველ ტომს: ის გურამ რჩეულიშვილის ნაწარმოებებს ეთმობა. ლიტერატურის გარდა, დიდ დროს დავუთმობთ რაგბის. მას შემდეგ, რაც საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა „რაგბი ევროპის“ ჩემპიონატში გაიმარჯვა, საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტს გოჩა სვანიძეს ვთხოვეთ ქართული რაგბის მდგომარეობასა და პერსპექტივებზე ესაუბრა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG