Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რას უჩივიან მშობლები სახელმწიფო საბავშვო ბაღებს?


გადატვირთული ჯგუფები, არასათანადოდ მოწყობილი სველი წერტილები, რიგ შემთხვევებში აღმზრდელების უყურადღებობა - ეს პრეტენზიების მხოლოდ მცირე ნაწილია, რომელიც მშობლებს საბავშვო ბაღების მიმართ აქვთ. მას შემდეგ, რაც გასულ წელს სახელმწიფო საბავშვო ბაღების საფასური გაიზარდა და არაერთმა ოჯახმა საქართველოში ბავშვის ბაღში ტარებაზე უარიც კი თქვა, ბაღებში კვლავაც რჩება მოუგვარებელი პრობლემები. რა სტანდარტებით ხელმძღვანელობენ საბავშვო ბაღები და რამდენად ეფექტურია სახელმწიფოს მხრიდან მათი კონტროლი?

”ჩემი შვილების ჯგუფში 40 ბავშვია, ერთი მასწავლებელი და ერთი ძიძა ჰყავთ. საღამოს ბავშვებთან მხოლოდ ძიძა რჩება. ბაღში მხოლოდ ერთი ხელსაბანი და 2 უნიტაზი უდგათ. ჭამის წინ ამდენ ბავშვს ერთმა ძიძამ ხელი როგორ უნდა დააბანინოს, არ ვიცი. ეჭვი მაქვს, არც ბანენ. დილით ჩაის რომ ასმევენ, ჩემი
ხშირად პატარები ტუალეტში გასვლას ვერ ასწრებენ. რამდენჯერ ჩემი შვილი სახლში სველი წამომიყვანია
ლით მაქვს ნანახი, კარაქიან პურს პირდაპირ მაგიდაზე უდებენ. ბავშვმა თავად მოითხოვა თეფში და ასე უპასუხეს, თეფში სახლში მოიკითხეო. მერე მე თავად გავატანე. ხშირად პატარები ტუალეტში გასვლას ვერ ასწრებენ. რამდენჯერ ჩემი შვილი სახლში სველი წამომიყვანია”, - უთხრა რადიო თავისუფლებას ერთმა მშობელმა, რომელსაც ბავშვი თბილისის ერთ-ერთ სახელმწიფო საბავშვო ბაღში დაჰყავს. წუხილი გამოხატა, თუმცა თავად ანონიმად დარჩენა გვთხოვა.

სახელმწიფო საბავშვო ბაღში დადის ნინო ყალიჩავას 3 წლის გოგონაც, რომელიც რამდენიმე დღის განმავლობაში იყო ავად, მაღალი სიცხით, მხოლოდ იმიტომ, რომ მასწავლებელმა მთელი დღის განმავლობაში ვერ შენიშნა, რომ პატარამ ჩაისველა. ბავშვი გაცივდა. მშობელმა მასწავლებელს უსაყვედურა იმ იმედით, რომ მსგავსი რამ აღარ განმეორდებოდა. თუმცა ფაქტი ფაქტად დარჩა.

“როდესაც ბავშვი მთელი დღის განმავლობაში ზის სველი, სახეზე ეტყობა, რომ შეწუხებულია, ჟაკეტს რომ იხდის და იფარებს, ხომ უნდა ეჭვი მაინც გაგიჩნდეს, რა სჭირს. ერთი თვალის გადავლებაც საკმარისია, რომ შენიშნო ვის რა აწუხებს. როდესაც ბაგა-ბაღში დადიოდა, იქ ყველა ბავშვს თავისი ქოთანი ჰქონდა, ახლა, რადგან სამი წლისაა, უკვე უნიტაზებზე სვამენ, რაც არ მიმაჩნია სწორად: პატარები არიან, ვერ ახერხებენ დამოუკიდებლად იქ შესვლას. სანამ არ ვთხოვე, რომ მარტო არ გაეშვათ, მანამ ეუბნებოდნენ, რომ მარტო წასულიყვნენ საპირფარეშოში. ნათელია, რომ ვერც ხელებს დაიბანს იქიდან გამოსული დამოუკიდებლად. მე ვფიქრობ, რომ მთავარი პრობლემა ბავშვების რაოდენობაა, ეს რიცხვი უნდა შემცირდეს, და, მეორე,მათი დამოკიდებულება უნდა შეიცვალოს სამუშაოს მიმართ: მეტი ყურადღება და პასუხისმგებლობაა საჭირო.”

იქ, სადაც ჯგუფში 35 ბავშვი ზის, - მით უმეტეს, სახელმწიფო ბაღის პირობებში, - ძნელია იდეალური პირობები მოითხოვო, - გვეუბნება ნინო. მაგრამ, მისი თქმით, უნდა არსებობდეს როგორც ბავშვების რიცხოვნობასთან, ისე სანიტარულ-ჰიგიენურ პირობებთან დაკავშირებული მკაცრი სტანდარტები. ნათელი ოთახები და მეტ-ნაკლებად სუფთა სამზარეულო საკმარისი არ არის, რომ მშობელმა ბავშვი მშვიდად დატოვოს და სამსახურში წავიდეს.

სახელმწიფო საბავშვო ბაღებს - და ასეთი თბილისში 164 ბაღია - სექტემბრიდან ახლად შექმნილი სამსახური - საბავშვო ბაღების სააგენტო -აკონტროლებს, რომელიც, თავის მხრივ, მერიის დაქვემდებარებაშია. თბილისის მერიის სოციალური მომსახურებისა და კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსი
ერთბაშად ყველაფრის გამოსწორება ვერ მოხერხდება და როგორც პირობების გაუმჯობესება, ისე პედაგოგების გადამზადება... ეტაპობრივი პროცესია.

მამუკა ქაცარავა საბავშვო ბაღებში არსებულ პრობლემებზე საუბრისას აცხადებს, რომ ერთბაშად ყველაფრის გამოსწორება ვერ მოხერხდება და როგორც პირობების გაუმჯობესება, ისე პედაგოგების გადამზადება, რაც ახლა
მიმდინარეობს, ეტაპობრივი პროცესია. ჯერჯერობით ჯგუფებში ბავშვების რაოდენობა ვერ მცირდება. ასე რომ, ბაღები მხოლოდ იმის იმედად არიან, რომ ყოველდღე ყველა ბავშვი არ მივა. მერიაში ამბობენ, რომ დრო სჭირდება ინფრასტრუქტურის მოწესრიგებასაც:

”სამწუხაროდ, სიტყვიერი შეზღუდვა ბაღებში ბავშვების რაოდენობაზე დაწესებული გვქონდა, მაგრამ რეალურად ამას ჯერჯერობით ვერ ვახორციელებთ, რადგან მოთხოვნა მაინც დიდია. ეტაპობრივად, ამასაც მივაღწევთ. ჯერ გვინდა, რომ სოციალურად დაუცველი ოჯახები დავაკმაყოფილოთ საბავშვო ბაღების მომსახურებით. ალბათ, მომავალი წლიდან უკვე დაწესდება ზღვარი - ეს იქნება 35 ბავშვი საბავშვო ბაღის ჯგუფში და 25 ბაგაში. არის გარკვეული ინფრასტრუქტურული პრობლემებიც, მაგრამ ამასაც ნელ-ნელა ვაგვარებთ. თუმცა ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ საუბარია 40 000 ბავშვზე და აქედან უკმაყოფილო მხოლოდ 20-30 მშობელი შეიძლება იყოს. მათ შეუძლიათ კერძო ბაღებში წაიყვანონ ბავშვები, საითკენაც მივდივართ, რომ ვისაც შესაძლებლობა აქვს, კერძო ბაღებში ატაროს ბავშვი.”

თუმცა მშობლები ხშირად უჩივიან არა მხოლოდ პირობებს, არამედ მასწავლებლებისა და ძიძების დამოკიდებულებასაც ბავშვების მიმართ. მამუკა ქაცარავას იმედი აქვს, რომ გადამზადების პროგრამა ამ პრობლემას ნაწილობრივ მოაგვარებს.


121-ე საბავშვო ბაღმა რემონტი ცოტა ხნის წინ დაასრულა. ბაღის დირექტორის მოადგილე ხათუნა ალადაშვილი გვეუბნება, რომ ერთ-ერთ ჯგუფში ბავშვების სამუშაო ოთახი და საძინებელი ერთ ოთახში იყო განთავსებული და ეს პრობლემა მოაგვარეს. სხვა სახის საჩივრები არ გვქონიაო, ამბობს ხათუნა ალადაშვილი. ის პრობლემას ერთი მასწავლებლის და მისი თანაშემწის მიერ 30 ბავშვის მოვლაში ხედავს. ამაზე მეტი ბავშვი ყოველდღიურად არც გროვდებაო, - გვეუბნება. რაც შეეხება სველ წერტილებს, აქ, 121-ე საბავშვო ბაღშიც, იგივე მდგომარეობაა, რაც სხვა ბაღების უმრავლესობაში:

”ჩვენთან მაქსიმუმი არის 30 ბავშვი - მაღალ ჯგუფებშიც კი. თანაც პედაგოგს თანაშემწეც ეხმარება და ადვილად ართმევენ თავს. ხდება ისეც, რომ ჯგუფი იყოფა და ორი სხვადასხვა აქტივობა ერთად მიმდინარეობს ხოლმე. ასე რომ, ბავშვების მოვლა არ უჭირთ. სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს იმდენი ადგილი, რომ სველ წერტილებში ათი პირსაბანი და უნიტაზი მაინც დაიდგას, ჯერჯერობით მეტს ვერაფერს გვთავაზობენ.”

ხათუნა ალადაშვილი ამბობს, რომ საბავშვო ბაღების სააგენტო ამოწმებს როგორც სანიტარულ-ჰიგიენურ პირობებს, კვების პროცესს, ისე საკვების კალორიულობას და იმ პროგრამასაც, რომლითაც პედაგოგები აღსაზრდელებს ასწავლიან.

სახელმწიფო ჯერჯერობით არ აკონტროლებს კერძო ბაღებს. მათ მიმართ რაიმე სტანდარტი დაწესებული არ არის, თუმცა
ამიტომ დღეს კერძო ბაღების მთავარი კონტროლიორი ის მშობელია, რომელიც ამ მომსახურებაში არცთუ დაბალ გადასახადს იხდის.

გეგმაშია, რომ კერძო ბაღებსაც დაუწესდეს სტანდარტები, რომლებზეც ახლა, როგორც ქაცარავა ამბობს, შესაბამისი სტრუქტურები მუშაობენ. ამიტომ დღეს კერძო ბაღების მთავარი კონტროლიორი ის მშობელია, რომელიც ამ მომსახურებაში არცთუ დაბალ გადასახადს იხდის. ერთ-ერთი კერძო საბავშვო ბაღის,”ვინის” დამფუძნებელი ირმა მდივანი, რომლის საბავშვო ბაღიც სულ თორმეტ ბავშვზეა გათვლილი, - ექვსი ბავშვი თითო ჯგუფში, - ამბობს, რომ წარმოუდგენელია 35 და, მით უმეტეს, 40 ბავშვის მოვლას ორი ადამიანი გაუმკლავდეს:

”თუ ბავშვს თავისთვის მიუშვებ და არის თავისთვის და ხან თავს გაიტეხავს და ხან რამეს იტკენს და მხოლოდ წვრილ სათამაშოებს ააცლი, რომ პირში არ ჩაიდოს, ეს თუა მოვლა, არ ვიცი... მე მგონია, რომ წარმოუდგენელია თუნდაც ორი ადამიანი გაუმკლავდეს 35 თუ 40 ბავშვის მოვლას. ან როგორ უნდა ასწავლოს რამე, ძნელი დასაჯერებელია. მე ვფიქრობ, ათი ბავშვი ჯგუფში არის მაქსიმუმი, რომ ისინი სრულყოფილად იყვნენ მოვლილები და მშობელიც კმაყოფილი დარჩეს.”

თუმცა სანამ კერძო ბაღები საქართველოში მცხოვრები ოჯახების უმრავლესობისთვის ფუფუნებას წარმოადგენს, ერთადერთ გამოსავლად, რომ ბავშვები სკოლისთვის მოამზადონ და დედებმა არ დაკარგონ სამსახური, კვლავაც რჩება სახელმწიფო ბაღები. გასულ წელს, საბავშვო ბაღების საფასურის გაზრდის გამო, ისედაც ბევრმა ოჯახმა თქვა უარი ბაღში ბავშვების ტარებაზე. ის მშობლები კი, რომლებსაც სხვა გზა, უბრალოდ, არ გააჩნიათ და მზად არიან ეს თანხა გადაიხადონ, სახელმწიფოსგან სულ ცოტა იმას მოითხოვენ, რომ ფასის გაზრდასთან ერთად საბავშვო ბაღებში პირობებიც გაუმჯობესდეს და არ მოხდეს ისე, რომ მასწავლებლის უყურადღებობის გამო 3 წლის პატარას ერთკვირიანი მკურნალობა დასჭირდეს.
  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG