Accessibility links

logo-print

30 ნოემბერს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო ნინო ჩხობაძე "საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრების" თანადამფუძნებელი. მან ილაპარაკა კლიმატურ ცვლილებაზე და მასთან დაკავშირებულ გლობალურ გამოწვევებზე. 30 ნოემბერს პარიზში იწყება "კლიმატური ცვლილების შესახებ გაეროს ჩარჩო კონვენციის" წევრი სახელმწიფოების კონფერენცია, რომელსაც მოკლედ ასე უწოდეს - COP21 (Conference of Parties 21 - მონაწილე მხარეთა 21-ე კონფერენცია). ნინო ჩხობაძემ ხაზი გაუსვა იმას, რომ მოცემულ ეტაპზე მნიშვნელობა აქვს ყველა ქვეყნის პასუხისმგებლიან მოქმედებას. მან ილაპარაკა პარიზის შეხვედრის სავარაუდო შედეგზე - გრძელვადიან შეთანხმებაზე, რომლითაც სახელმწიფოები ახალ ვალდებულებებს აიღებენ სათბური ეფექტის გაზების ემისიის შესამცირებლად. "დილის საუბრების" სტუმარმა იმედი გამოთქვა, რომ შეთანხმების მიღწევა შესაძლებელი იქნება. პარიზის კონფერენცია 11 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება. ნინო ჩხობაძე, გარემოზე პასუხისმგებლობის თემაზე საუბრისას არა მხოლოდ გლობალურ, არამედ რეგიონულ და ლოკალურ გამოწვევებსა და პასუხისმგებლობებსაც შეეხო - ისეთსაც, რომლის აღებაც ოჯახს შეუძლია.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG